საბას ლავრის ტიპიკონის XVII ს. არაბული თარგმანი და მისი როლი ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღორძინებაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9098საკვანძო სიტყვები:
ანტიოქიის საპატრიარქო, ქრისტიანული არაბული ლიტერატურა, ქრისტიანული არაბული ხელნაწერები, ტიპიკონი არაბულ ენაზეანოტაცია
მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია XVII საუკუნის ქრისტიანული არაბული ლიტერატურის განვითარება და განხილულია მისი ერთ-ერთი ლიტერატურული ძეგლის მნიშვნელობა. XVII საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოში სამღვდელოებაცა და მრევლიც არაბულენოვანი ქრისტიანები იყვნენ და მთარგმნელობითი პროცესების განახლებამ ხელი შეუწყო სამღვდელოებაში განათლების დონის ამაღლებას მშობლიურ ენაზე. წინამდებარე სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაწმინდური ტიპიკონის არაბულ თარგმანს, რომელსაც, როგორც სასულიერო ლიტერატურის ნიმუშს, დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. მოცემული კვლევა ემყარება კომპარატივისტულ-ფილოლოგიურ, ისტორიულ და ლინგვისტურ მეთოდოლოგიებს, რაც საშუალებას იძლევა, განვიხილოთ თარგმანების ტექსტობრივი და სტრუქტურული ცვლილებები. ნაშრომში გაანალიზებულია ძირითადი ხელნაწერები, რომლებიც ასახავს ხსენებული პერიოდის ლინგვისტურ და კულტურულ ტენდენციებს. კვლევის შედეგები მიუთითებს, ქრისტიანული არაბული ლიტერატურა არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკის ნაწილია, არამედ ფართო კულტურულ და ლინგვისტურ კონტექსტში მნიშვნელოვანი ფენომენია, რაც მეტყველებს ბერძნულ-სირიული ტრადიციების გარდაქმნაზე არაბულ კულტურულ სივრცეში.