თურქული ხალხური პოეზიის ფუძემდებელი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9815საკვანძო სიტყვები:
იუნუს ემრეს განსაკუთრებულობა, ადამიანური ღირებულებები, ჰუმანიზმი, გამორჩეული, თურქული ენის განვითარება, მშვიდობიანი ცხოვრებაანოტაცია
იუნუს ემრეს განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი სიმბოლოა ადამიანური ღირებულებების, ჰუმანიზმისა და მშვიდობის. იუნუს ემრეს საქმიანობაც სწორედ ხალხზეა ორიენტირებული. იუნუს ემრემ, ამ უდიდესმა პოეტმა საკუთარი ლექსებით არა მარტო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქული ენის განვითარებაში, არამედ საყოველთაო ადამიანურ ფასეულობებზე დაფუძნებული ფილოსოფიის მეშვეობით კაცობრიობას დაუტოვა გზავნილი, იცხოვრონ მშვიდობით განურჩევლად რელიგიისა, ენისა თუ რასისა.

































