ანასეულის ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზი და უძველესი ადამიანის მობილურობა დასავლეთ საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9843საკვანძო სიტყვები:
გურია, ანასეული, ობსიდიანი, XRF, მობილურობაანოტაცია
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანის მნიშვნელოვანი ძეგლები აღმოჩნდა, სადაც კაჟისა და ობსიდიანის საინტერესო კოლექცია არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ობსიდიანის წარმომავლობის საკითხი გაურკვეველია. უკანასკნელ პერიოდში, ქართველი და ამერიკელი მკვლევარების მიერ ობსიდიანის არტეფაქტების წარმომავლობასთან დაკავშირებით საყურადღებო ნაშრომები გამოქვეყნდა (Chkhatarashvili, Glascock 2022; Chkhatarashvili et al., 2024a,b; Chkhatarashvili et al., 2025a,b). წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ანასეული I-II ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი ობსიდიანის არტეფაქტებზე ჩატარებული გეოქიმიური ანალიზების შედეგებს. კვლევა ჩატარდა XRF მეთოდით მისურის უნივერსიტეტის რეაქტორული კვლევის (MURR) არქეომეტრიის ლაბორატორიაში. ანალიზმა გამოავლინა ობსიდიანის მომარაგების ორი განსხვავებული წყარო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კავკასიის რეგიონი უძველესი დროიდან ადამიანის მობილობისა და კონტაქტების აქტიური ზონა იყო.

































