თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8277

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, თურგუთ ოზალი, საგარეო პოლიტიკა, გლობალიზაცია, ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები

ანოტაცია

წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალი­ზებ­უ­ლია თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები 1983-1993 წლებში. მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვით­არებაში გარდამტეხი როლი შეასრულა თურგუთ ოზალმა, რომ­ელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი (1983-1989), ხოლო შემდეგ  კი ქვე­ყ­ნის პრეზიდენტი იყო (1989-1993). ამ პერიოდში განხორციე­ლე­ბულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშ­ვ­ნ­ელოვნად განაპირობა ქვეყნის შემდგომი განვითარება.

აღსანიშნავია, რომ  ოზალმა, თავის თანამედროვე ლიდე­რ­ე­ბზე გაცილებით ადრე  განჭვრიტა გლობალიზაციის ორივე მხა­რე, როგორც პერსპექტივები, ასევე რისკებიც. ოზალი ატარებდა მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ოზალის საგარეო პოლი­ტ­იკა მიზნად ისახავდა, პირობების შექმნას დაჩქარებული ეკონომ­იკური განვითარებისათვის.

ოზალის საგარეო პოლიტიკაში იკლო იდეოლოგიურმა ზე­გ­­­ა­ვლენამ და იგი უფრო პრაგმატული გახდა. ოზალის საგარეო პოლიტიკის თავისებურება იყო ის, რომ იგი ორიენ­ტი­რებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე.

ითვალისწინებდა რა ქვეყნის გეოსტრატეგიულ და გეოპ­ო­ლ­იტიკურ მდებარეობას, თურქეთი ატარებდა დივერსიფიც­ირ­ე­ბულ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ორიენტირებული იყო მრ­ა­ვალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.

დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის პარალელურად, 1980-იან წლებში თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნე­ლო­ვანი მიმართულება იყო მუსლიმურ ქვეყნებთან დაახლოება სავა­ჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით.

ოზალის დროს თურქეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად იყო ორიენტირ­ებ­ული ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ცენ­­­ტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი და ახლო აღმოსა­ვ­ლ­ეთი.  თურქეთი ცდილობდა გამხდარიყო ამ რეგიონების პოლ­ი­ტიკური და ეკონო­მიკური ცენტრი.

ოზალი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას არ განიხილავდა დასავლე­თთან ურთიერთობის სანაცვლოდ, პი­რ­იქით, ამას ხელი უნდა შეეწყო დასავლეთთან თურქეთის ურთ­იერთობის გაძლიერებისათვის.

ოზალი თვლიდა, რომ თურქეთი უნდა გამხდარიყო ისლ­ამური სამყაროს დამაკ­ავშ­ირებელი ხიდი დასავლურ სამყა­რო­ს­თან, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკური თანამშ­რომ­ლობის გან­ვ­ითარებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მშვიდობის გან­მ­ტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში.

ოზალი პრაგმატული პიროვნება იყო და მისი გადაწყვე­ტი­ლ­ებები  საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე, შეესაბამებოდა იმ პერიოდში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თავის­უფალ საბა­ზრო ეკონომიკაზე და ღია კარის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთად, თურქეთმა შეძლო გახდარიყო რეგიონის ლიდერი სახე­ლმწიფო. ამაში გარკვეული როლი შეასრულა იმ საგარეო პოლ­ი­ტ­იკამ რომელსაც 1980–იან წლებში ატარებდა ოზალის მთავ­რ­ობა.

 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ელისაბედ მაჩიტიძე, კავკასიის უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
კავკასიის უნივერსიტეტი. პაატა სააკაძის ქ. N1,
ქ.თბილისი 0102, საქართველო.
+995593214142. emachitidze@cu.edu.ge
ORCID ID: 0000-0002-0971-7994

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

მაჩიტიძე ელისაბედ. 2024. “თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):257-68. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8277.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა