sA სუფიქსის ფუნქცია თურქულ ენაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4075საკვანძო სიტყვები:
გრამატიკა, პირობითი კილო, -sA სუფიქსიანოტაცია
აღნიშნულ სტატიაში გამოვიკვლიეთ სუფიქსი -sA, რომელიც განეკუთვნება თხრობითი კილოს ფორმას და გრამატიკულ სახელმძღვანელოებში მოხსენიებულია, როგორც პირობით - ნატვრითი კილო. ჩამოყალიბების რამდენიმე ეტაპი განვლო: ძველ თურქულში -sar, -ser ფორმით გამოიყენებოდა, შემდგომ კი -r ბგერის დაკარგვით -sa, -se ფორმა მიიღო. -sa/-se სუფიქსს, საშუალო თურქულიდან მოყოლებული, ფორმობლივ-სტრუქტურულად ორი სხვადასხვა კილოს წარმოების ფუნქცია აკისრია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვითარება დღევანდელ თურქულშიც ნარჩუნდება. ფორმისა და ფუნქციის თვალსაზრისით, ორი სხვადასხვა სუფიქსის დროთა განმავლობაში შეერთების გამოა, რომ მან შეითავსა ორი ფუნქცია, გამოხატოს ნატვრითი და პირობითი კილო. თურქული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოებშიც მას აკისრია პირობით-ნატვრითი კილოს (dilek-şart) გამოხატვა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სუფიქსს აქვს „სურვილის, პირობის, ბრძანების, შესაძლებლობის, შედარების, კონტრასტული და სურვილის, აგრეთვე, პირობის გამოხატვის ფუნქციები, განსხვავდება არსებითი და ზმნის მიხედვით. მნიშვნელოვანია მარტივი და რთული წინადადება, მარტივი და რთული ზმნები. შესაბამისად, სუფიქსს „სურვილი“-ს ფუნქციაა ზმნურ ფრაზებში, მარტივ წინადადებებსა და ზმნის მარტივ ფორმებში კი მას აქვს „პირობის“ ფუნქცია.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .