ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში

ავტორები

  • შალვა ჩიხლაძე ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8265-7847
  • ნელი ახობაძე ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-3199-1092

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5933

საკვანძო სიტყვები:

ჩაგვრის საუკუნე, სინხაის რევოლუცია, ჩინელი ინტელექტუალები, ნეო-კონფუციონიზმი, ცინგის დინასტია, ჩინეთის რესპუბლიკა

ანოტაცია

მეცხრამეტე საუკუნე გამორჩეული პერიოდია გლობა­ლ­ური ისტორიისთვის. იმ პერიოდში მომხდარმა ტექნოლოგიურმა და იდეოლოგიურმა ცვლილებებმა სერიოზული კვალი დააჩინა მსოფლიოს ხალხთა განვითარებას. ეს პერიოდი ასევე მნიშ­ვნე­ლოვანი და გარკვეულწილად კრიტიკული გამოდგა ჩინეთის იმპ­ე­რიისთვისაც. მსოფლიო წესრიგს მიღმა არსებულმა უზარ­მაზარმა სახელმწიფოს პოლიტიკურმა ელიტამ ზუსტად ვერ გაი­ა­ზრა გარესამყაროში მიმდინარე ცვლილებები, არ გახსნა რა საკ­უ­თარი ქვეყანა იმ დროინდელი წამყვან ქვეყნებთან სავაჭ­როდ, აღმოჩნდა მიმდინარე პროცესების მიღმა. ამასთან ერთ­ად,  დიდი ბრიტანეთის სურვილი ჩინურ ბაზარზე წვდომაზე იმდენად დიდი იყო რომ მათ ოპიუმის ვაჭრობის ხაზის დასაცავად   ომიც კი დაიწყეს. 

დასავლეთთან არსებულმა ანტაგონისტურმა და ზოგ შემ­თ­ხვევაში მშვიდობიანმა ინტერაქციამ ჩინურ საზოგად­ოება­შიც გააჩინა რამდენიმე დასი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტისა, რომლებიც განსხვავდებოდნენ ხედვებით, ღირებუ­ლე­ბებით, სოციალური კლასითა და მოქმედების ტაქტიკით, თუმცა მათ აერთიანდათ ერთი რამ, ჩინური სახელმწიფოს მოდე­რნ­ი­ზება და განვითარება ისე რომ საგარეო აქტორებს აღარ მისცე­მო­დათ შესაძლებლობა არათანაბარ პირობებში ემყოფებინათ „ცენ­ტ­რალური სამეფო“. ჩინელი ინტელექტუალების რამდენიმე და­სად დაყოფა პირობითია და მიზნად ისახავს იმ განმასხვავებელი ნიშნების უკეთ გამოკვეთას რაც გვიანდელი ცინგის პერიოდისა და ადრეული რესპუბლიკისას ჩინურ პოლიტიკურ კლასს გააჩ­ნდა. ოთხ დასად დაყოფა ერთი მხრივ ქრონოლოგიურ აღქმას აადვილებს, მეორე მხრივ თითეული დასის წევრებს ჰქონდა მეტ­ნაკლებად საერთო ხედვები, ღირებულებითი სისტემა და მოქმე­დების სტრატეგია.

პირველი დასი - ლინ წესუ, წენგ კუოფენი, მე-19 საუკუნის 40-იანი და 60-იანი წლები.

მეორე დასი - ქანგ იოვეი და ლიანგ ციჩაო. მე-19 საუკუნის 90-იანი და მეოცე საუკუნის 10-იანი წლები.

მესამე დასი - სუნ იატსენი და რესპუბლიკელი რევოლი­ციონერები. მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლები.

მეოთხე დასი - პირველი თაობის სოციალისტები (ჩენ ტუს­იოუ, ლი ტაჭაო და ა.შ) მეოცე საუკუნის 20-იანი წლები.

ზემოთხსენებული ცალკეული ინდივიდები და მათი მიმ­დ­ე­ვრები  ჩინური საზოგადოების ჭრელ პალიტრას აერთია­ნე­ბდ­ნენ. კვლევაში გამოყოფილია თითოეული დასის მახასია­თებ­ლ­ები, ღირებულებითი სისტემის მიხედვით დააჯგუფებულია ისინი საერთო და განმასხვავებელი მახასიათებლის მიხედვით, რაც დაეხმარება ქართულენოვან აუდიტორიას უფრო სიღრმ­ისე­ულად გაიაზროს ჩინური პოლიტიკური ისთებლიშმენტის იდე­ო­ლოგიურ-ღირებულებითი გრადაცია მეცხრამეტე საუკუ­ნის ბო­ლ­­­ოსა და მეოცეს დასაწყისში.

Downloads

ავტორის ბიოგრაფიები

შალვა ჩიხლაძე, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერების სპეციალისტი, სინოლოგი,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

 უნივერსიტეტი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის 

გამზირი  №1, 0179, საქართველო, +995558365331,

Shalva.chikhladze@tsu.ge. https://orcid.org/0000-0001-8265-7847

ნელი ახობაძე, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სინოლოგი, ჩინეთის ისტორიის მკვლევარი,

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

 უნივერსიტეტი, თბილისი, ილია ჭავჭავაძის 

გამზირი №1, 0179, საქართველო, +995598172377

nene.akhobadze@yahoo.com

https://orcid.org/0000-0002-3199-1092

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

ჩიხლაძე შალვა, and ახობაძე ნელი. 2022. “ჩინური პოლიტიკური და ინტელექტუალური ჯგუფები გვიანდელ ცინგის დინასტიასა და რესპუბლიკურ ჩინეთში ”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):55-87. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5933.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები