კომპიუტერული გრაფიკის ტექნოლოგიების გამოყენება არქეოლოგიურ კვლევებში ჩათალჰოიუქის მაგალითზე

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11629

საკვანძო სიტყვები:

ჩათალჰოიუქის ისტორიული შენობები, ციფრული არქეოლოგია, 3D რეკონსტრუქცია, ვირტუალური სიმულაცია, ციფრული ფოტოგრამეტრია, კიბერარქეოლოგია

ანოტაცია

ჩათალჰოიუქში წლების განმავლობაში ჩატარებულმა არქ­ე­ო­ლოგიურმა  კვლევებმა ნეოლითური შენობების მონაცემების შე­სა­ხებ  დაფუძნებული ინტერპრეტაციები წარმოშვა. თანამ­ედ­რ­ოვე 3D ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, ჩათალჰოიუქის მატერიალური კულტურა და უნიკალური ურბანული გარემოს შესახებ წარმოდგენა შევქმნათ მრავალმხრივ არქეოლოგიურ დი­სკურსში. სტატია მიზნად ისახავს 3D ტექნოლოგიების როლის გაშუქებას არქეოლოგიური მონაცემების გავრცელებისათვის. იგი განიხილავს ჩათალჰოიუქის ვირტუალური აღდგენის პრო­ექტებს, ამ ინიციატივების თეორიული საფუძვლებისა და შედ­ე­გების ჩვენებით. მოცემულია კიბერარქეოლოგიის მიდგომის გა­მ­ოყენება, რომლის ძირითადი კვლევითი მიზნები რეალურ დროში მონაცემთა სიმულაციების შექმნასა და მომხმარებლებსა და ვირტუალურ გარემოს შორის ურთიერთქმედებაში მდგ­ომა­რეობს. ეს ინიციატივები ორიენტირებული იყო გათხრების 3D  ვირტუალიზაციაზე და მონაცემთა ვირტუალური რეალობის პროგრამულ უზრუნველყოფაზე. მათ შორის Dig@IT პროგ­რა­მულ უზრუნველყოფაზე, რომელიც სპეციალურად ჩათა­ლჰ­ოი­უქისთვისაა შემუშავებული. მოკლედ, ნაშრომი დეტალურად გა­ნ­­იხილავს ჩათალჰოიუქში განხორციელებული პროექტების ფა­რ­­გლებში დასმულ კვლევით კითხვებსა და მიღებულ შედ­ეგებს და იმას, თუ როგორ განაპირობა  ამ შედეგებმა მრავ­ალ­ფე­როვანი ციფრული პროდუქციის მიღება 3D მონაცემთა კოლ­ექ­ციებისა და მოწინავე ვიზუალიზაციის სისტემის სახით.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

მშვიდობაძე თინათინ. 2026. “კომპიუტერული გრაფიკის ტექნოლოგიების გამოყენება არქეოლოგიურ კვლევებში ჩათალჰოიუქის მაგალითზე”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):445-57. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11629.

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია, ეთნოლოგია, ნუმიზმატიკა