უძველესი სამიწათმოქმედო კულტურები აჭარაში (სელი და კანაფი)

##article.authors##

  • ნოდარ კახიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0006-8219-2668

##semicolon##

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7827

##semicolon##

სელი##common.commaListSeparator## კანაფი##common.commaListSeparator## ქუმელი##common.commaListSeparator## სელის ზეთი##common.commaListSeparator## სელისა და კანაფის ქსოვილები

##article.abstract##

სტატიის შესავალ ნაწილში ანტიკური ბერძნული წყარო­ე­ბისა (ჰეროდოტე, სტრაბონი, ქსენოფონტე) და შესაბამისი ქართ­ული სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემების საფუძველზე გან­ხილულია უძველესი სამიწათმოქმედო კულტურების –სელ­ისა და კანაფის მოყვანა ძველ კოლხეთში. ამ ცნობებით ირკვევა, რომ მაღალხარისხოვანი სელის ქსოვილების დამზადებით ძველი კოლ­ხეთი, რომელშიც აჭარაც შედიოდა, არ ჩამოუვარდებოდა ეგვიპტური სელის ქსოვილების დამზადებას და ამიტომაც გაჰ­ქონდათ იგი უცხოეთში, მათ შორის, ძველ ელადაში. აქვე გამო­თქმულია ვარაუდი, რომ სელისა და კანაფის მოყვანა კო­ლხეთში და მისგან მაღალხარისხოვანი ქსოვილების დამზადების ხალ­ხ­ური ტექნოლოგიური ცოდნა-ჩვევები კოლხეთში გაცილებით ად­რე უნდა სცოდნოდათ, ვიდრე მას ანტიკური პერიოდის ბე­რძენი ავტორები გაიცნობდნენ და საბერძნეთში შეტანას შეეც­დ­ებოდნენ.

სტატიის ძირითად ნაწილში ეთნოგრაფიული მასალების საფუძველზე დახასიათებულია სელისა და კანაფის კულტ­ურ­ების მოყვანა აჭარაში და მისი ბოჭკოსგან ნართისა და ქსოვი­ლ­ების დამზადების საკითხები. ამავე ეთნოგრაფიული მასალებით ირკვევა, რომ აჭარაში სელი და კანაფი მეტნაკლები ინტენს­ივო­ბით მოჰყავდათ როგორც ბარის, ასევე მთიან აჭარაში, რაზეც ნათ­ლად მიუთითებს შესაბამისი ტოპონიმიკური სახელებიც ნასელვარისა და ნაკანაფევის სახელწოდებით.

სელის ხართისგან, რომელსაც კედი ეწოდებოდა, მზად­დე­ბოდა ქსოვილები ტილოს სახელწოდებით, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელად იყენებდნენ. კანაფის ნართისგან კი მზა­დ­დებოდა სხავადასხვა სახის თოკები და ოჯახური ყოფისათვის დამახასიათებელი ნივთები. ხოლო სელის თესლისგან, რომ­ელ­საც ქუმელი ეწოდებოდა, ხდიდნენ ზეთს. იგი იხმარებოდა როგ­ორც საჭმელად, ასევე გასანათებელ საშუალებად, რომელიც ნავთს ცვლიდა. სელისა და კანაფის თესლს სამკურნალო მიზნ­ითაც იყენებდნენ.

სტატიაში მაჭახლის ხეობის მაგალითზე მოტანილი ეთნო­გრაფიული მასალებით ნათლად ჩანს ქალის განსაკუთრებული როლი სელისა და კანაფის ბოჭკოსგან ნართისა და სხვადასხვა ქსოვილების დამზადებაში. ამ მასალებით დღემდე ნაკლებად ცნობილი საკითხიც ირკვევა. გასათხოვარ ქალიშვილს დასარ­თ­ავად პირველად სელისა და კანაფის ძაფს აძლევდნენ. თუ იგი ამ საქმეს კარგად გაართმევდა თავს, შემდეგ საერთოდ რთვა-ქსოვის საქმე მას არ გაუჭირდებოდა. სარძლოს დანიშვნაშიც საფეიქრო საქმიანობის ამ მხარეს ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ენიჭე­ბოდა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

##submission.authorBiography##

##submission.authorWithAffiliation##

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის
ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი
თანამშრომელი. საქართველო. 6010.
ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35.
+995593633500. kakhidzenodar@gmail.com
ORCID: 0009-0006-8219-2668

##submission.downloads##

##submissions.published##

2024-05-16

##issue.issue##

##section.section##

არქეოლოგია, ეთნოლოგია, ნუმიზმატიკა