იაპონური აზროვნების ლაბირინთებში

ავტორები

  • მარიამ ჩალაბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-8411-8676

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.8-19

საკვანძო სიტყვები:

იკიგაი, ვაბი-საბი

ანოტაცია

იაპონური აზროვნების სტილი დღემდე გამოცანად რჩება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის - საქართვ­ელო­ს­თ­ვის. ბევრია ისეთი იაპონური სიტყვა თუ ფრაზა, რომლის თარგმანიც არსს ვერ სწვდება, სწორედ ასეთია: იკიგაი(生き甲斐)და ვაბი-საბი (わびさび). თუმცა ორივე მათგანი არა მხოლოდ სიტყვ­ებად, არამედ ცალკე აღებულ აზროვნების სტილად თუ ცხოვრების წესად შეიძლება განვიხილოთ.

იკიგაის (ცხოვრების მიზეზი, ღირებულება) სიტყვის ეტიმო­ლო­გიას უკავშირებენ ჰეიანის პერიოდს (794-1185). როგორც იაპონელი კლინიკური ფსიქოლოგი აკიჰირო ჰასეგავა აღნიშნავს, იკიგაის შემა­დგენელი გაი მომდინარეობს იაპონური სიტყვიდან კაი - ნიჟარა, რაც ჰეიანის პერიოდში (და ბევრად ადრეც) ღირე­ბულ ნივთს წარმო­ადგენდა, თამაშ - კაიავასეში გამოიყენებოდა და ხელოვანები დაკა­ვე­ბულები იყვნენ მათი ხელით მოხატვით. გაი აგრეთვე გვხვდება სიტყვაში ჰატარაკიგაი (შრომის ფასი) და ფრაზაში- იარი­გაიგაარუ (გაკეთების ფასი, ღირებულება, გაკეთ­ებად ღირს), ასო­ბიგაი (თამა­შის ფასი, ღირებულება). შესაბა­მისად, გაი  ღირე­ბულებას უკავში­რდება და იკიგაიც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც "სიცოცხლის ღირებულება", „ის, რისთ­ვისაც ცხოვრება ღირს". იგი შესაძლოა შევა­დ­აროთ მზესუმზირის ყვავილს, რომლის ცენტრშიც მზესუმზირის მარცვლები იკიგაის წყაროა, ყვავილის ფურცლები კი - იკიგაი-კანის გრძნობა, რომ­ე­ლიც ადამიანს იკიგაის წყაროსადმი უჩნდება. იაპო­ნიაში არს­ებობს ასეთი გამოთქმა: "ათი ადამიანი, ათი ფერი", და მარ­თ­ლაც, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი იკიგაი შეიძლება არსებო­ბდეს. იაპონელები ისე მიჰყვებიან საკუთარ იკიგაის, რომ არ სჭირდ­ებათ თავად სიტყვის ხსენება.

რაც შეეხება ვაბი-საბის(რომლის პესიმისტური აღქმაც XIV საუკუნიდან თანდათან შეიცვალა), ეს იაპონური კონცეფცია გვთა­ვაზობს სილამაზის დანახვას წარმავლობაში, დაუსრულებ­ლობასა და ნაკლოვანებაში. იგი იაპონელების ყოველდღიურ­ობას­თან ისეა შესისხლხორცებული, რომ მისი მნიშვნელობის გადმოცემა სიტყვი­ერად იაპონელებს უჭირთ, თუმცა მისი არსის აღქმა შესაძლებელია კინცუგის ხელოვნებასა თუ იაპონური სახლების დიზაინში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მარიამ ჩალაბაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

შორეული აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიის მაგისტრი

ელ. ფოსტა : chalabashvili.maria@teachers.gov.ge

საკონტაქტო ნომერი : 571103101

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

ჩალაბაშვილი მარიამ. 2021. “იაპონური აზროვნების ლაბირინთებში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):8-19. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.8-19.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა