ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ საერთაშორისო აღიარება

2024-02-04

მიმდინარე წლის ზაფხულშიჟურნალმა „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნემ“, რომლის რედაქტორიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ემზარ მაკარაძე გახლავთ, ERIH-PLUS-ის (European Reference Index of the Humanities) ბაზაში წვდომის უფლება მოიპოვამაღალრეიტინგულ ჟურნალებში ნაშრომის გამოქვეყნებაუნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების ერთ-ერთი წინაპირობაააღნიშნული ჟურნალიპოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  შეიტანა პოლონეთის რეიტინგული ჟურნალების სიაში და  70 ქულა მიანიჭააქვე აღვნიშნავთრომ თუ სტატია შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებსმის გამოქვეყნებას უფასოდ შეძლებთ.

გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ულოცავს საუნივერსიტეტო სივრცესჟურნალის რედაქტორსა და სარედაქციო კოლეგიას ამ წარმატებასჩვენს კითხვებს კი - ბატონი ემზარ მაკარაძე პასუხობს.

ბატონო ემზარჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე 2018 წელს დაარსდაპირველ რიგში,  რომ გევსაუბროთ  ჟურნალის ისტორიულ რაკურსზემიზნებსა და კონცეფციებზე?

_ დიახ, ჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთა­ველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტ­ეტის აღმოსავლეთ­მცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია, სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შესახებ ისეთ დარგებში, როგორიცაა: აღმოსავლეთის ისტორია, პოლიტიკა, დიპლომატია, რეგიონმცოდნეობა, არქეო­ლოგია, ეთნოლოგია, ეთნოგრაფია, კულტურული ანთროპოლოგია, წყაროთ­მცოდნეობა, ისტორიოგრაფია, ქრონოლოგია, ენათმეცნიერება, ლიტერატურა­თმცოდნეობა, აღმოსავლეთის ფილოსოფია, ისტორიული გეოგრაფია, რელიგიის ისტორია და სხვა.

ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვათა  მოხსენებები, სამეცნიერო ექსპ­ედი­ციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედა­ქციო კოლეგია.

აქვე გეტყვით, რომ აღმოსავლეთმცოდნეობის პრობლემების შესწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოცდაათწლიანი ისტორია აქვს. მოგეხსენებათ, 1990 წელს, პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე, გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ერთ - ერთ პრიორიტეტად დაისახა აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის დიდი ცენტრის გახსნა.

2015 წლის 29 მაისის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტის აკადემიური საბჭოს #55-ე დადგენ­ილებით,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა აღმოსავლეთმც­ოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი, რომლის უმთავრეს ამოცანას, აღმოსავლე­თმცოდნეობის მიმართულების მაღალკ­ვალი­ფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებისადმი სამსახური და სამოქა­ლაქო ცნობიერების ფორმირების პროც­ესებ­ისადმი ხელშეწყობა. ამიტომაც, ბუნებრივია ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტამენტი იჩენს საზოგად­ოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფო­ებრივი მშენებლობის პროცესში.

უმაღლეს სასწავლებლებლებში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელიარომ კანდიდატს ჰქონდეს  მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომითქვენროგორც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ ,,აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეს“ რედაქტორირას გვეტვით ჟურნალის ციტირების საერთაშორისო ინდექსებსა და მის რეიტინგზე?

 _ ციტირების საკითხი ერთ-ერთი აქტუალური თემაა  რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალისთვის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავებისათვის, დამატებითი მოთხოვნებით გათვალისწინებულ სამეცნიერო აქტივობების კლასიფიკატორში მინიშნებულია ის ძირითადი მოთხოვნები,  რასაც უნდა აკმაყოფილებდეს  კონკურსანტი. ერთ-ერთი გახლავთ  ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულების ERIH-PLUS-ის (European Reference Index of the Humanities) ბაზა, რომელიც „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნემ“  2023 წლის 9 იანვარს მოიპოვა.

2020 წლიდან ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ გაწევრებულია -  GOOGLE SHOLAR-ის, COPERNIKUS -ის, DOI-ის,  CEEOL-ის, SERPA ROMEO-ს, WORLDCHAT-ის და სხვა ბაზებში.

2023 წლის 17 ივლისს, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ შეიყვანა პოლონეთის რეიტინგული ჟურნალების სიაში და მიანიჭა 70 ქულა.

ბატონო ემზარროგორია ჟურნალის მართვის სისტემავის შეუძლია სტატიის გამოქვეყნება და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ნაშრომი?

_ საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ  „აღმოსავლეთმ­ცოდნეობის მაცნეს“ სარედაქციო საბჭო, მხარს უჭერს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ საგამომცემლო პრინციპებს, რომელიც ეყრდნობა საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის რეკომენდაციებს.

ჟურნალის ელექტრონულ გვერდზე მოცემულია ავტორთა გაიდლაინი, სადაც დეტალურად არის ასახული ყველა ის სტანდარტი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნაშრომი. აქვე უნდა აღინიშნოს ის  გარემოებაც, რომ წარმოდგენილი ნაშრომებიდან  თითოეულ ნომერში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ნაშრომის გამოქვეყნების უფლება აქვს   მხოლოდ 2/3-ს. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა და რედაქციაც მკაცრად იცავს  მას.

არის თუ არა ჟურნალი რეცენზირებადი  და  აკადემიური სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში,  ბეჭდავთ თუ არა სტატიას უფასოდ?

_ სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ გახლავთ ღია წვდომის (OJS–open journal syst­ems), მაღალი მოთხოვნების მქონე რეცენზირებადი და რეფერირებადი ჟურნალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟურნალის კონტენტი სრულად არის გამოქვეყნებისთანავე  ხელმისაწვდომი მომხმარებლებისა და ინსტიტუციებისთვის უფასოდ. მომხმარებლებს უფლება აქვთ ჟურნალის სტატიების სრული ტექსტები რეგისტრაციისა და  გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის მოთხოვნის გარეშე იხილონ, წაიკითხონ, გადმოწერონ, აიღონ ასლი, გააზიარონ და დაბეჭდონ.

სტატიაზე საავტორო უფლებას ინარჩუნებს სტატიის ავტორი. ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეში“  სტატიის გამოქვეყნების უფლების მოსაპოვებლად, ავტორები ვალდებულნი არიან, დადონ შესაბა­მისი ხელშეკრულება გამომცემლობასთან. 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატის მხარდაჭერით, ფაკულტეტის ბიუჯეტიდან ჟურნალისათვის გამოიყო თანხა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე გამოგვეცა ბეჭდური სახითაც. 

როგორც ვიცითჟურნალს ვებ-გვერდიც აქვსროდის შეიქმნა ჟურნალის ონლაინპლატფორმა და რა ინტერნეტ დომენით არის რეგისტრირებული?

_ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის  ვებ-გვერდის ონლაინპლატფორმა შეიქმნა 2020 წელს. აღნიშნულ გამოცემას საქართველოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ ინტერნეტ დომენით რეგისტრირებულია როგორც  https://ojs.bsu.edu.ge, ასევე https://openjournals.ge პლატფორმაზე.

ბატონო ემზარონლაინ პლატფორმა მკითხველს სტატიებზე თავისუფალ წვდომას სთავაზობსამასთანავე ავტორს  მაღალი დონის ნაშრომს უფასოდ უქვეყნებთრაც დღესდღეობით უცხოურ და ქართულ აკადემიურ სიივრცეებში იშვიათიარას გვეტყვით ჟურნალის სამომავლო გეგმებზე?

_  „აღმოსავლეთმცოდნეობის  მაცნე“ ექვსი წლის ისტორიას ითვლის. ამ წლების განმავლობაში გამოიცა შვიდი ნომერი. 2023 წლის  დეკემბრიდან ჟურნალი  ორენოვანი იქნება, სტატიები დაიბეჭდება  ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, რათა სამომავლოდ ჟურნალმა უფრო მაღალი ინდექსაციის რეიტინგში დაიკავოს ღირსეული ადგილი.