ISSN 2587-490X
E-ISSN 2720-8168
ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.
ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შესახებ შემდეგ დარგებში - აღმოსავლეთის ისტორიის, პოლიტიკის, დიპლომატიის, რეგიონმცოდნეობის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის, კულტურული ანთროპოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, ქრონოლოგიის, ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, აღმოსავლეთის ფილოსოფიის, ისტორიული გეოგრაფიის, რელიგიის ისტორიის, კულტურის, თარგმანის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ჟურნალში ასევე ქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (ფორუმის, სიმპოზიუმის და სხვ.) მოხსენებები, სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშები და რეცენზიები. ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
ჟურნალის ისტორია:
აღმოსავლეთმცოდნეობის პრობლემების შესწავლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაო გამოცდილება აქვს.
1990 წელს პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რომლის ერთ - ერთ პრიორიტეტად აღმოსავლეთმცოდნეობის კვლევის დიდი ცენტრის გახსნა იყო.
2015 წლის 29 მაისის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N55 დადგენილებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შეიქმნა აღმოსავლეთმცოდნეობის დარგობრივი დეპარტამენტი, რომლის უმთავრეს ამოცანას, აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების პარალელურად, წარმოადგენს ეროვნული იდეალებისადმი სამსახური და სამოქალაქო ცნობიერების ფორმირების პროცესებისადმი ხელშეწყობა, ამიტომაც, ბუნებრივია, ის აქტიური პოზიცია, რომელსაც დეპარტამენტი იჩენს საზოგადოებრივ, საგანმანათლებლო თუ სახელმწიფოებრივი მშენებლობის პროცესში.
წინამდებარე კრებული, „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის შრომების კრებულია. მასში ასახულია, აღმოსავლეთის ისტორიის, პოლიტიკის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, წყაროთმცოდნეობის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ვფიქრობთ, რომ აღნიშნული კრებული დაეხმარება აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
პერიოდულობა: კრებული "აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე" გამოიცემა წელიწადში ორჯერ ქართულ და ინგლისურ ენებზე.