საბას ლავრის ტიპიკონის XVII ს. არაბული თარგმანი და მისი როლი ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღორძინებაში

ავტორები

  • ვენერა კოჭლამაზაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9098

საკვანძო სიტყვები:

ანტიოქიის საპატრიარქო, ქრისტიანული არაბული ლიტერატურა, ქრისტიანული არაბული ხელნაწერები, ტიპიკონი არაბულ ენაზე

ანოტაცია

მოცემულ ნაშრომში გამოკვლეულია XVII საუკუნის ქრის­ტიანული არაბული ლიტერატურის განვითარება და განხი­ლ­ულია მისი ერთ-ერთი ლიტერატურული ძეგლის მნიშვნელობა. XVII საუკუნეში ანტიოქიის საპატრიარქოში სამღვდელოებაცა და მრევლიც არაბულენოვანი ქრისტიანები იყვნენ და მთარგ­მნ­ელ­ობითი პროცესების განახლებამ ხელი შეუწყო სამღვდელოებაში განათლების დონის ამაღლებას მშობლიურ ენაზე. წინამდებარე სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბაწმინდური ტიპიკონის არაბულ თარგმანს, რომელსაც, როგორც სასულიერო ლიტერატურის ნიმუშს, დიდი მნიშვნელობა აქვს მართლ­მადი­დ­ე­ბლურ ლიტურგიაში. მოცემული კვლევა ემყარება კომპარატი­ვის­ტულ-ფილოლოგიურ, ისტორიულ და ლინგვისტურ მეთო­დ­ო­ლოგიებს, რაც საშუალებას იძლევა, განვიხილოთ თარგმანების ტექსტობრივი და სტრუქტურული ცვლილებები. ნაშრომში გაან­ალიზებულია ძირითადი ხელნაწერები, რომლებიც ასახავს ხსე­ნებული პერიოდის ლინგვისტურ და კულტურულ ტენდ­ენცი­ებს. კვლევის შედეგები მიუთითებს, ქრისტიანული არაბული ლი­ტ­­­ერატურა არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკის ნაწილია, არამედ ფართო კულტურულ და ლინგვისტურ კონტექსტში მნი­შვნელოვანი ფენომენია, რაც მეტყველებს ბერძნულ-სირიული ტრადიციების გარდაქმნაზე არაბულ კულტურულ სივრცეში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

კოჭლამაზაშვილი ვენერა. 2025. “საბას ლავრის ტიპიკონის XVII ს. არაბული თარგმანი და მისი როლი ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღორძინებაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):541-63. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9098.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა