ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან

ავტორები

  • გიორგი თავამაიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6189-6937

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5948

საკვანძო სიტყვები:

პეტრა-ციხისძირი, თიხის ჩიბუხი, შროშანის ფორმის ჩიბუხი, დისკოს ფორმის ბაზის ჩიბუხი, მრგვალი ჯამი, ბიკონუსური ჯამი, კვამლის საქაჩი ღერო

ანოტაცია

თქვენ წინაშე წარმოდგენილი ნაშრომი ეძღვნება ორ­იგინა­ლურ კერამიკულ ნაკე­თ­ო­ბებს - თამბაქოს მოსაწევ თიხის ჩიბ­უხ­ებს, რომლებიც მრა­­ვ­ლადაა აღმოჩენილი ქართული მატ­ე­რ­ია­ლ­ური კულტურის ძეგლების, განსაკუთრე­ბ­ით  სამხედრო - სტრ­ა­ტ­­ეგიული ობიექ­ტე­ბის - ციხესიმაგრეების გათხრების დროს. აღნ­­ი­­შ­­ნ­ული არტეფაქ­ტ­ე­­ბის ასეთ სპეციფიკურ გარემოში მიკვ­ლ­ევის ფაქტი არ არის გასაკ­ვი­რი, რადგან, როგორც ევ­რ­ოპის, ასევე აღმოსავ­ლ­ეთის ქვე­ყ­ნ­ე­ბ­ში, თამბაქოს (მათ შორის - ჩიბუხის) აქტ­ი­ურ მომხ­მ­ა­­­რე­ბ­ლ­ებად, მეტწილად, სამ­ხ­ე­დრო მოსამ­სა­ხურეები გვევლინებიან. ამ კონტექსტში გამ­ო­ნ­აკლისი არც ჩვე­ნი რეგი­ო­ნია. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს ზღვის­პი­რ­ე­თის ისტორიული ძეგლის -  პეტრას ცი­ხის ტერიტორიაზე აღმ­ო­ჩ­­ენილი თამბაქოს მოსაწევი ოს­მალური თიხის ჩიბ­უხე­ბი, რო­მლებიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეო­ლოგ­ი­უ­­­­რი ექს­პე­დიციის სხვადა­სხ­ვა თა­ო­ბის მი­ერ 1964 და 1985 წლებში იყო აღმოჩენილი.

აღნიშნული არტეფაქტების კვლევა საინტერესოა და აქტ­უ­ა­ლურიც, რადგან, დღე­ს­აც, ქართველ არქეოლოგთა შორის გა­რ­კვეული აზრთა სხვადასხვაობაა ჩვენ ქვე­ყ­ა­­ნ­აში თა­მ­ბაქ­ოს მოსა­წევი ოსმალური თიხის ჩი­ბ­უ­ხების გავრცელების საწყისს პერიო­დთან და­კ­ა­ვ­ში­რ­­­ებ­ით, რაც, არცთუ იშვიათად, არაერთ­გ­­ვ­ა­როვნად აისახება არათუ ჩიბუხების, არამედ თა­ნ­მ­ხ­ლ­­ები მა­­სა­ლის დათა­რიღების პროცესში. ევროპელ და თურქ მკვლევართა ნაშრომების გა­ც­ნ­­ობის შემდეგ,  ჩვენ უფრო მე­ტი საფუძველი გვაქვს თამბ­ა­­ქოს მო­საწევი ოსმა­ლ­ური თი­ხ­ის ჩიბუხების გა­მ­ოჩენა საქ­ა­რ­თ­ველოს ტე­რ­ი­ტ­ო­რიაზე XVII სა­უ­კ­უნის მეორე ნა­ხ­ევ­რი­დ­ან ვი­ვა­რაუდოთ, რო­დ­ესაც სულ­თა­ნ იბრა­ჰ­ი­მ­  I-ს დროს, ნა­წი­ლ­ო­ბ­რ­ივ გა­უქმდა შე­­ზღუდვა თა­მ­­ბ­ა­ქოს მოხმარებაზე. ამ ვარაუდს ამყარ­ებს საქარ­თ­ვ­ელოს გვიანი შუა­საუ­კუ­ნე­ების ძეგლებ­ზე მიკვლეული არქეო­ლ­ოგიური მა­ს­ა­ლა, სადაც მხო­ლოდ მცი­რე ნაწ­ილს შე­ად­გენს XVII სა­უ­კუნის ნიმუშები, ხოლო მეტი წილი მო­დ­ის XVIII-XIX საუ­კ­უ­ნეების ნაკეთობებზე.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხები ყველაზე დი­დი რაოდენობით აღმოჩენილია გონ­იო-აფსაროსის და პეტრას ციხის ტერიტორიაზე, სა­დ­აც, კონ­კ­რ­ეტულ პერიოდში, ოსმალური ელემენტი იყო წარმოდგენილი, რეა­ლური სიტ­უ­­­­­­­­­ა­ცი­იდან გამომდინარე, რეგლამენტირებული (სამხედრო სამსახური), მაგრამ ცხოვრების ტრადიციული წესის ნიშნებით. გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური მასალა უფრო მრავალ­რი­ცხოვანი და მრავალფეროვანია, რადგან ოსმალებმა ციხე გაცილებით ადრე დაიკავეს და უფრო დიდხანსაც „შემო­რჩენ“, ვიდრე პეტრა-ციხისძირში. შესაბამისად, თუ გონიო-აფ­ს­ა­­რ­­­ო­ს­ში აღმოჩენილი თამბაქოს მოსაწევი თიხის ჩიბუხების ასაკი XVII-XIX საუკუნეებით გა­ნ­ი­­საზღვრება, პეტრას ციხეზე მიკვლეული მსგავსი არ­ტ­ეფ­ა­ქ­ტები XVIII-XIX საუკუ­ნ­ე­ე­ბით თა­­­­რიღდება, რაც, სრულ ქრონოლოგიურ თანხვედრაშია ისტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში მითითე­ბ­ულ პეტრა-ციხისძირში ოსმალთა „მოღვაწეობის“ პერიოდთან.

Downloads

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი თავამაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის აკადემიური დოქტორი,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო

უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის

ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,

+995 599 503598. gtavamaishvili@yahoo.com.

ORCID: 0000-0001-6189-6937

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

თავამაიშვილი გიორგი. 2022. “ოსმალური თიხის ჩიბუხები პეტრას ციხიდან”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):226-47. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5948.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : არქეოლოგია, ეთნოლოგია