ჰურუფიზმი - ასტრაბადელი დერვიშის ბათინური მოძღვრება
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5944საკვანძო სიტყვები:
ჰურუფიზმი, ასტრაბადი, ეზოთერულიანოტაცია
საერთოდ რელიგიის ისტორიაში და, საკუთრივ, აღმოსავლეთში არსებობდა ორი გზა განვითარებისა: გარეგანი (ეგზოთერიული - ზაჰერი) და შინაგანი (ეზოთერიული - ბათინი). ამ მიმართულებათა შორის წარმოიქმნებოდა ხოლმე განხეთქილება და აზრთა სხვაობა, რომელიც ხშირად მწვავე კონფლიქტებში გადადიოდა. ეს განსაკუთრებით ცხადად არის გამოკვეთილი აღმოსავლეთის სინამდვილეში, სადაც უკიდურესი „ბათინური“ მიმართულებანი იდევნებოდა და მათ წარმომადგენლებს ცეცხლით და მახვილით უმასპინძლებოდნენ. ჰურუფიზმი დააარსა ასტრაბადელმა დერვიშმა ფაზლულაჰ აბუ მუჰამედმა. ის არ წარმოადგენს ახალ მოძღვრებას და მჭიდრო კავშირს ამყარებს სუფიზმთან, მაგრამ რიგ საკითხთა მოაზრებაში ძირეულად განსხვავდება ამ უკანასკნელისგან. ჰურუფიული მოძღვრების მიხედვით სამყაროს განსხეულების პირველ მიზეზად ღვთიური სიტყვა-ლოგოსი უნდა მივიჩნიოთ. ამიტომაც სიტყვა არის შემოქმედების არსი, ხოლო ასო - ხილვადი სამყაროს არსებობის საფუძველი (საერთოდ, ტერმინი „ჰურუფიზმი“ არაბულია და ნიშნავს ასოებს, ანბანს).
ღვთიური სიტყვის ასოების მეტამორფოზა ყოველ საგანში და მოვლენაში უნდა ვეძებოთ, რადგანაც მუჰამედი არაბული ენით ქადაგებდა (ე.ი. 28 ასოთი), ხოლო ფაზლულაჰი სპარსულით (ე.ი. 32 ასოთი), ამ 28 და 32 ასოს რიცხვითი ჯამი მოცემულია პოტენციალურად ყველაფერში და საჭიროა მისი აღმოჩენა, რის მეოხებითაც ჩვენ შევიმეცნებთ ღვთიურ არსს. ეს არის ერთადერთი და ჭეშმარიტი გზა ჭეშმარეიტების ძიებისა. ამიტომაც ამ 28 და 32 ასოს ჯამს ეძებენ ისინი ყველგან, ყველაფერს მას უკავშირებენ და მათი ლოგიკური მსჯელობა ამ რიცხვთა მისტიკური სიმბოლოზმით არის გაბუნდოვანებული და გაუგებრობამდე დაყვანილი. ჰურუფიზმმა თავისი შემეცნების და თაყვანისცემის ობიექტად გაიხადა ადამიანი, რომელიც ჰურუფისტების მოძღვრებით წარმოადგენს ღმერთის მიკროკოსმოსს ღმერთის შემოქმედების საბოლოო მიზანს.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .