აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე
https://hos.openjournals.ge/index.php/hos

ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში.
Batumi Shota Rustaveli State Universityka-GEაღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე2587-490Xოსმალეთის საარქივო დოკუმენტაციის მაკედონური თარგმანი (განვითარება და გამოცდილება)
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8269

წინამდებარე ტექსტი გვიჩვენებს ოსმალთმცოდნეობის ათწლეულების განმავლობაში განვითარების პროცესს, სახელდობრ, მთარგმნელობითი სეგმენტის განვითარებას ჩრდილოეთ მაკედონიის ამჟამინდელ რესპუბლიკაში. სტატიაში ნაჩვენებია მაკედონიის ისტორიოგრაფიის ფარგლებში ოსმალური დოკუმენტების თარგმნის დასაწყისი და განვითარება, აგრეთვე მათი მნიშვნელობა და გამოყენება ისტორიული წყაროები მაკედონელი ისტორიკოსების მიერ. ნაშრომში ყურადღება ეთმობა მთარგმნელობითი სეგმენტის პრობლემებს ხანგრძლივი სარედაქციო პროცესის კუთხით, რომელიც საჭიროა ოსმალეთის თურქულ ენაზე მთარგმნელის განათლებისთვის, აღნიშნული ენის სირთულის გათვალისწინებით. აქვე მოკლედ განვიხილავთ მაკედონიის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ორიგინალური ოსმალური დოკუმენტებისა და ხელნაწერების კოლექციებსა და ტიპებს, რომლებიც წარმოადგენს მაკედონელი ოსმალთმცოდნეების თარგმანების ძირითად კორპუსს.
დრაგი გორგიევი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-06721025; 2610.61671/hos.7.2024.8269ახალი ცნობები ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მე 17 ს-ის დასაწყისში. ირანელი ავტორის, ფაზლი ბეგ ხუზანი ისფაჰანის წყაროს „აფზალ ალ თავარიხის“ მიხედვით: ისა - ხან მირზა და შაჰ-აბას I
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8270

მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის ისტორიული თხზულება შაჰ აბას I -ის (1587-1629) მმართველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ფაზლის დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის, „აფზალ ალ-თავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს (თხზულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა), რომელშიც ვრცლადაა მოთხრობილი მე-17 საუკუნის, კერძოდ კი ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. „აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნელოვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდის ეპოქის საკვლევად (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის ისტორიის შესასწავლად.

შაჰ-აბასის ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი იყო და როგორც სეფიანთა ირანის, ასევე საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი გახლდთათ. იგი ქართველების შესახებ მრავალი დღემდე უცნობი და საყურადღებო ცნობის ავტორად გვევლინება. ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიპეტიებს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია საქართველოს ისტორიისთვის რამდენიმე უცნობი ეპიზოდი ირანში გაზრდილი, გამუსლიმებული ბატონიშვილის, ალექსანდრე კახთა მეფის (15 74-1605), გიორგის ვაჟის, ისა ხან მირზას და შაჰ-აბასის ურთიერთობის ისტორიიდან.
თამარ ლეკვეიშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-06722739; 40-5010.61671/hos.7.2024.8270აბდულჰამიდ II-ის მმართველობა 1876-1878 წლებში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8271

ნაშრომში განხილულია ოსმალეთის იმპერიის რიგით 34-ე სულთნის, აბდულჰამიდ II-ის მმართველობის პირველი ორი წელი, რომელიც ცნობილია, როგორც „პირველი კონსტიტუციის ერა“. სულთან მურად V-ის ტახტიდან ჩამოგდებისა და მის მაგივრად თავისი ძმის ასვლით ოსმალეთის იმპერიაში იწყება აბსოლუტური მმართველობის ხანა, რომელმაც ახალი რეალობის წინაშე დააყენა, როგორც ევროპის დიდი სახელმწიფოები, ისე დასუსტებული ოსმალეთის იმპერია.

სტატიაში უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით განხილულია 1876-1878 წლებში მომხდარი საკვანძო, მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა: სულთან აბდულჰამიდ II-ის ტახტზე ასვლა, ბრძოლა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, სტამბოლის კონფერენცია, კონსტიტუციის მიღება, პარლამენტის ჩამოყალიბება-დათხოვნა, რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება, ბერლინის კონგრესი და ჩირაანის ინციდენტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვეცადეთ, ამოგვეწურა ოსმალეთის იმპერიის ავტოკრატი მმართველის პირველი ორი წელიწადი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ ევროპის დიდ სახელმწიფოთა პოლიტიკაზე, არამედ საქართველოზეც.
საბა კალანდარიშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-06725173; 74-9210.61671/hos.7.2024.8271„რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8272

ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის (NFR-22-21090) - „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორციელდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით.

რეპრესირებულ პირთა ბედი გვიჩვენებს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვა საბჭოთა კავშირის იმპერიულ გადაწყვეტილებებს რიგითი ადამიანებისთვის. საბჭოთა რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შეუსწავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ათასობით რეპრესირებულ სასულიერო პირთა საქმეები, რომელიც სხვადასხვა არქივშია დაცული. თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქებას. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, აქტიურად დაიწყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლიტიკის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა დენომინაციის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები, განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მართლმადიდებლური, კათოლიკური, სომხური-სამოციქულო, ქრისტიანულ-პროტესტანტული, სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების, ასევე იუდეური, ისლამური თემების სასულიერო პირების რელიგიური მოტივებით დევნა. სასულიერო პირთა დევნის საფუძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრევოლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას. დამუშავებული იქნა იმ სასულიერო პირთა შესახებ ინფორმაცია, რომლებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვრეტილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები.

მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი, ლალი ეხვაია.
ზვიად ტყაბლაძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-067293116; 117-13710.61671/hos.7.2024.8272იბადიური ისლამის გავლენა ომანის სასულთნოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8273

ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტომბერს მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, რომლის საპასუხოდაც ღაზას სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნახევარი წლის გასვლის შემდეგაც გრძელდება და თანამდევი მოვლენების გამო, პარალელურად, ირან-ისრაელის უკიდურეს დაძაბულობაში გადაიზარდა, მსოფლიო ახალი მსხვილ მასშტაბიანი რეგიონული დაპირისპირების რისკის წინაშე დადგა. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გამო კვლავ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, რომ არსებობს თუ არა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სხვადასხვა მიზეზებით პერიოდულად წამოჭრილი კონფლიქტების დიპლომატიურად გადაჭრის სულ მცირე შესაძლებლობა, გვაქვს თუ არა რეგიონში შემავალი ამა თუ იმ ქვეყნების უახლეს ისტორიაში აღნიშნული ფენომენის თვალსაჩინო მაგალითები? რამდენად არის გახსნილი მუსლიმური სამყარო მშვიდობიანი გზით კონფლიქტების გადაჭრისადმი. ასევე რომელი ქვეყანა წარმოადგენს ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრეცედენტს და ისლამში არსებული ძირითადი მიმდინარეობებიდან რომელი მათგანია უფრო მოქნილი აღნიშნული გამოწვევების დაძლევის საკითხებში?

ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ხშირია მაგალითები, როდესაც გუშინდელი დაპირისპირებული მხარეები ურთიერთობის ნორმალიზებას ახერხებენ, მაგ. აშშ-ის ექს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, მაროკოსა და ოდნავ მოგვიანებით სუდანს შორის დადებული აბრაამის შეთანხმება. არის შემთხვევები, როდესაც პარტნიორული ურთიერთობები დროებით წყდება და იძაბება. მაგალითად, ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის 2017 წელს კატარის ირანთან კავშირისა და ტერორიზმისთვის ხელშეწყობის ბრალდების ნიადაგზე წარმოქმნილი განხეთქილება, რომელიც 2021 წლამდე გაგრძელდა.
სიმონ გურეშიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672138150; 151-16110.61671/hos.7.2024.8273უცხოელ მოგზაურთა თვალით დანახული თბილისის მოსახლეობა XIX საუკუნეში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8274

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, ოდითგანვე იყო ევროპისა და აზიის კულტურული და პოლიტიკური გზაჯვარედინი. XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის საქართველოზე კონტროლის დამყარების შემდეგ თბილისის პოლიტიკური ფუნქცია პირველივე წლებიდან ძირეულად შეიცვალა. ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოში სხვადასხვა მიზნით მოგზაურ ევროპელთა თხზულებებსა და ვენსენის არქივში (საფრანგეთი) დაცული ცნობები. ამ მოგზაურთ შორის იყვნენ სამხედრო პირები, გეოგრაფები, იურისტები, მწერლები, მხატვრები, ექიმები და სხვ. მათ ნაწერებში დაცული ინფორმაცია თბილისის მოსახლეობის ეთნორელიგიური შემადგენლობის, წეს-ჩვეულებებისა და საქმიანობის შესახებ თემატურად დავახარისხეთ და გავაანალიზეთ.

ჩვენს მიერ მოძიებული მასალის მიხედვით ჩანს, რომ თბილისის ძირითად მოსახლეობას სომხები და ქართველები, შედარებით მცირე ჯგუფებს კი მუსლიმები, თათრები და სპარსელები, შეადგენდნენ. XIX საუკუნის პირველ წლებში თბილისის მოსახლეობას შეემატნენ რუსი სამხედრო მოხელეები და ჯარისკაცები, ოციან წლებში კი აქტიურად დაიწყო სომხებისა და გერმანელების ემიგრაცია, რაც სამხედრო, პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული. მოგზაურთა ცნობები დიდწილად ეყრდნობა მათ მიერ ქუჩებში, ბაზრებში, ქარვასლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამართულ მიღებებზე მიღებულ ინფორმაციას. ამ მასალიდან ჩანს, რომ თბილისში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულთა (ოსები, ლეკები, სპარსელები, ჩერქეზები, დაღესტნელები, ფრანგები, გერმანელი კოლონისტები და სხვ.) იერსახე, აგრეთვე სალაპარაკო ენების სიმრავლე და კოსტიუმების მრავალფეროვნება და თბილისს განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებდა.

უცხოელი მოგზაურები ინფორმაციას თბილისის მოსახლეობის ეთნორელიგიური შემადგენლობის, მათი ადათ-წესებისა და ჩვეულებების შესახებ თავიანთი კულტურისა და ღირებულებების პრიზმაში ატარებდნენ. ამიტომ, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა დრო დაყო ამა თუ იმ მოგზაურმა საქართველოში, მათი ცნობები გარკვეული სუბიექტურობისგან დაზღვეული არ არის. მიუხედავად ამისა, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც განათლებული ევროპელი მკითხველი იღებდა საქართველოს შესახებ. ამ მოგზაურთა მიერ მოწოდებული მდიდარი მასალა საკვლევად მეტად საინტერესო წყაროა და სწორედ ამაში მდგომარეობს მოგზაურის ნაწერების მნიშვნელობა.

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კი შეიძლება ითქვას, რომ მთელი XIX საუკუნის განმავლობაში თბილისი მნიშვნელოვან მულტიკულტურულ როლს ასრულებდა, რადგან იქ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები თანაარსებობდნენ, რაც ამ ქალაქის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშნი იყო.
ირინე ნაჭყებია
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672162190; 191-19210.61671/hos.7.2024.8274ჰაჯი მურატი- ჩრდილო კავკასიელი რინდი
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8275

სტატიაში განხილულია XIX საუკუნეში ჩრდილო კავკასიაში არსებული სუფიზმი, მურიდიზმი და სუფიზმში არსებული რინდული ფენომენი. ამჯერად, რინდული ფენომენის არსებობა და მასთან ჰაჯი მურატისა და მთიელების მიკუთვნებულობა საარქივო დოკუმენტიდან მოყვანილი ერთი მაგალითით წარმოვადგინეთ.

ვფიქრობ, რომ არა ჰაჯი მურატისა და ჩრდილო კავკასიელი მთიელების რინდული სულისკვეთება, ვერ მოხდებოდა მეორე იმამის ჰამზათ-ბეგის დამარცხება, რომელმაც ძალაუფლება სისასტიკითა და მასზე დამყარებული უსამართლობით მოიპოვა.
მარიამ გურეშიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672193204; 205-21410.61671/hos.7.2024.8275საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლური პოლიტიკა : ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიასთან (1918-1921)
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8276

სამეცნიერო სტატია ეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიასთან, აანალიზებს მის სპეციფიკურ ხასიათს 1918-1921 წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და წარმოაჩენს ურთიერთობის ძირითად პრინციპებს.

1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, პროცესი ურთულესი საერთაშორისო და შიდა გამოწვევების ფონზე წარიმართა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა მთიელთა რესპუბლიკამაც, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ძირითად ნაწილს მოიცავდა. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფოების დამოუკიდებლობას საერთო ძალა ებრძოდა, ჯერ თეთრგვარდიული, შემდეგ კი ბოლშევიკური რუსეთის სახით. საერთო ბრძოლაში წარმატებისთვის ორივე მხარე კარგად აცნობიერებდა კავკასიის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისებისა და მეზობელთა ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე დაიწყო სიცოცხლე, რასაც თან ემატებოდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ქვეყნის შიგნით. ლოგიკურად, სახელმწიფოს შემოსავლების კოლოსალური ნაწილი თავდაცვაზე იხარჯებოდა, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს ქმნიდა, ჯეროვანი რეფორმების განხორციელებისა და სრულფასოვანი ჩამოყალიბების პროცესს აფერხებდა. თუმცა, ქვეყნის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლება, რამდენადაც იგი რუსეთისგან თავდაცვის ფარს ქმნიდა და სრულიად კავკასიის დამოუკიდებლობას აძლიერებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა თავისი არსებობის მანძილზე მხარს უწყვეტად უჭერდა მთიელთა რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური რესურსით. მთიელთა ინტერესები იმდენად დაუკავშირდა საქართველოს, რომ ბოლოს იგი საქართველოსთან ავტონომიის უფლებით შეერთების თხოვნამდეც მივიდა.

წარმოდგენილი კვლევა ნათლად წარმოაჩენს ურთიერთ საჭიროებებსა და ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თანამშრომლობის შინაარსს. ქვეყნის მძიმე მდგომარეობის ფონზე ჩრდილოეთ კავკასიის უწყვეტი და მრავალმხრივი მხარდაჭერის კონტექსტი კი ცხადყოფს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისთვის ჩრდილოელი მეზობლების თავისუფლების მნიშვნელობას.

სტატია ეფუძნება საარქივო დოკუმენტებს, სამეცნიერო ლიტერატურასა და პერიოდული პრესის მასალებს. ზოგიერთი წყარო და დეტალი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
გიორგი ბაციკაძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672215237; 238-25610.61671/hos.7.2024.8276თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8277

წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები 1983-1993 წლებში. მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაში გარდამტეხი როლი შეასრულა თურგუთ ოზალმა, რომელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი (1983-1989), ხოლო შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი იყო (1989-1993). ამ პერიოდში განხორციელებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქვეყნის შემდგომი განვითარება.

აღსანიშნავია, რომ ოზალმა, თავის თანამედროვე ლიდერებზე გაცილებით ადრე განჭვრიტა გლობალიზაციის ორივე მხარე, როგორც პერსპექტივები, ასევე რისკებიც. ოზალი ატარებდა მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ოზალის საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავდა, პირობების შექმნას დაჩქარებული ეკონომიკური განვითარებისათვის.

ოზალის საგარეო პოლიტიკაში იკლო იდეოლოგიურმა ზეგავლენამ და იგი უფრო პრაგმატული გახდა. ოზალის საგარეო პოლიტიკის თავისებურება იყო ის, რომ იგი ორიენტირებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე.

ითვალისწინებდა რა ქვეყნის გეოსტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ მდებარეობას, თურქეთი ატარებდა დივერსიფიცირებულ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ორიენტირებული იყო მრავალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.

დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის პარალელურად, 1980-იან წლებში თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მუსლიმურ ქვეყნებთან დაახლოება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით.

ოზალის დროს თურქეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად იყო ორიენტირებული ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ცენტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი და ახლო აღმოსავლეთი. თურქეთი ცდილობდა გამხდარიყო ამ რეგიონების პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი.

ოზალი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას არ განიხილავდა დასავლეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ, პირიქით, ამას ხელი უნდა შეეწყო დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობის გაძლიერებისათვის.

ოზალი თვლიდა, რომ თურქეთი უნდა გამხდარიყო ისლამური სამყაროს დამაკავშირებელი ხიდი დასავლურ სამყაროსთან, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მშვიდობის განმტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში.

ოზალი პრაგმატული პიროვნება იყო და მისი გადაწყვეტილებები საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე, შეესაბამებოდა იმ პერიოდში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და ღია კარის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთად, თურქეთმა შეძლო გახდარიყო რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. ამაში გარკვეული როლი შეასრულა იმ საგარეო პოლიტიკამ რომელსაც 1980–იან წლებში ატარებდა ოზალის მთავრობა.

ელისაბედ მაჩიტიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672257268; 269-27810.61671/hos.7.2024.8277არჟანგების მხატვართა დინასტია და თბილისი
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8278

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანელი, განსაკუთრებით კი თავრიზელი (ირანის აზერბაიჯანი) მხატვრებისთვის თბილისი იყო უახლოესი ქალაქი, სადაც შეიძლებოდა ევროპული აკადემიური მხატვრობის პრინციპების, მეთოდებისა და ტექნიკის გაცნობა და დაუფლება. ამ დროს თბილისში ფუნქციონირებდა არაერთი სამხატვრო საზოგადოება და კერძო თუ სახელმწიფო სამხატვრო სკოლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში სამხატვრო განათლება მიიღო თავრიზელი არჟანგების დინასტიის რამდენიმე თაობამ, რომლებიც თანამედროვე ირანული მხატვრობის გამორჩეულ სახეებად ითვლებიან: სეიდ ებრაჰიმ აყა მირმა და მისმა ვაჟებმა სეიდ ჰოსეინმა და სეიდ აბასმა.
მარინა ალექსიძეგრიგოლ ბერაძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672279290; 291-30110.61671/hos.7.2024.8278თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული დილემა - ირან-ისრაელის ომის სავარაუდო კონტურები: მითი და რეალობა
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8284

2024 წელი დაიწყო სიტუაციის გართულებით ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ერაყში მდგომარეობა გართულდა უკიდურესად აშშ-ს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მათმა კონფრონტაციამ მიაღწია უკიდურეს წერტილს და დროებით დასრულდა ე.წ. „პრესტიჟის ზავით“, რომელიც შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდება წარმოადგენს ამ კონფრონტაციის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ბუნებრივია, რომ სირიაში გადაიკვეთა ასევე ირანის გეოსტრატეგიული ინტერესებიც, რადგანაც თუკი ირანისთვის მოკავშირე ალავიტური მმართველი ასადის დინასტიური რეჟიმი დაეცემა, მას მოყვება სუნიტური ორიენტაციის ისლამური რადიკალური ჯგუფების გააქტიურება (ანუ გათამაშდება „ერაყული“ სცენარი, რაც გულისხმობს შიიტური მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა); აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ე.წ. „ანაკონდის“ სტრატეგიის ხელშეწყობა (აშშ-ს ხელისუფლება, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია ცდილობდა ამ კონცეფციის „მარყუჟის“ გადმოსროლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც). ამ ეტაპზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ისრაელ-ირანის ლოკალური ომის სავარაუდო პერსპექტივა, რადგანაც ისრაელი წარმოადგენს აშშ-ს სტრატეგიულ პარტიორს ახლო აღმოსავლეთში და ირანისთვის კი ისრაელი წარმოადგენს დაუძინებელ მტერს, ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული. ამ ნაშრომში მოკლედ იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამ ომის სავარაუდო სცენარი
ვახტანგ მაისაიაალიკა გუჩუა
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672302319; 320-33410.61671/hos.7.2024.8284საქართველოს ისტორიისა და ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის დიდი მკვლევარი
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8288

დღეს, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ, თურქოლოგიის, განვითარების საქმეში ბევრი მკვლევარი და მეცნიერია ჩართული. მე, ამჯერად, მაქვს პატივი, ხაზი გავუსვა ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის, პოლიტიკისა და ცივილიზაციის მკვლევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებლისა და ერთ-ერთი პრეზიდენტის (პროფ. მანანა სანაძესთან ერთად) - პროფესორ გიული ალასანიას ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის საკითხებს.

ქალბატონი გიული ალასანია მრავალი ათეული წელია ეწევა პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას საქართველოში არსებულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა შორის გამოსარჩევია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის განმავლობაში განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა როგორც სტუდენტების, ასევე კოლეგების მხრიდან. მან თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობით და სანიმუშო პროფესიონალიზმით შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სამეცნიერო სფეროში. ამის დასტურია მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების, სტატიების თუ მონოგრაფიების ვრცელი სია, რომლებიც სტუდენტებისთვის სახელმწიფო, ასევე უცხოურ, ენაზე არსებულ შეუცვლელ სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. მართალია ქალბატონი გიულის ძირითადი კვლევები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიას უკავშირდება, თუმცა მისი კვლევის სამეცნიერო არეალი საკმაოდ ფართოა. იგი მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კოლეგებს. იგი არის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტის წევრი და ავტორი. მუდმივად არის მზად, რომ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი და პოლემიკური მოვლენების შესწავლით გაამდიდროს სამეცნიერო საზოგადოება.
გიორგი ახალკაციშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672335351; 352-36710.61671/hos.7.2024.8288იომ ქიფურის როლი ახლო აღმოსავლეთის კრიზისში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8295

აღნიშნული სტატია განიხალავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გლობალურ, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფლიქტს. მიმდინარე ნაშრომში განხილულია ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და პირველი ომი არაბულ ქვეყნებთან, 1967 წლის ექვსდღიანი და 1973 წლის იომ ქიფურის ომები. ნაშრომი ხაზს უსვამს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური კრიზისის სიმძიმეს ნაშრომი აერთიანებს ისრაელისა და არაბული ქვეყნების შესახებ სხვადასხვა კვლევებსა და სამეცნიერო ლიტერატურას, პოლიტიკურ დოკუმენტებს, რათა ცხადი გახდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების საშიშროება რეგიონისათვის. იმის გამო, რომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შრის არსებული ომები და ახლანდელი პოლიტიკური კრიზისი საშიშროებას უქმნის მშვიდობას მსოფლიოში, განხილულია სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შუამავლობით.
ინგა ზაბახიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672368378; 379-38710.61671/hos.7.2024.8295აშშ-ის ფაქტორი კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8296

აღნიშნულ სტატიაში განხილულია შეერთებული შტატების გავლენა კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე. ყურადღება გამახვილებულია კანადის მონაწილეობაზე ისლამური სახელმწიფოს (ISIS), ერაყის და სირიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებზე. ხაზგასმულია, რომ კანადის პოლიტიკა, მათ შორის, ოპერაცია Impact-ში და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა და მისი წვლილი ISIS-ის წინააღმდეგ გლობალურ კოალიციაში, ხაზს უსვამს ქვეყნის თანხვედრას აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებთან რეგიონში. კვლევა ეფუძნება აშშ-კანადის ურთიერთობებისა და კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ არსებულ სხვადასხვა წყაროს, მათ შორის, პირველად წყაროებს, კერძოდ პოლიტიკურ დოკუმენტებს, სამხედრო შეთანხმებებს და საჯარო განცხადებებს, რათა გასაგები გახდეს, თუ როგორ ახდენს შეერთებული შტატები გავლენას კანადის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში.

იმის გამო, რომ შეერთებული შტატები თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის, ნატოსა და გლობალური კოალიციის ცენტრშია, მან გარკვეულწილად შექმნა კანადის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობის კონტექსტი. საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნება და ალიანსების მართვა კანადისთვის არაპირდაპირი სარგებლის მიღებად და აშშ-სთან ურთიერთობის კარგ ტონად განიხილებოდა. ორმხრივი ურთიერთობები რეგიონულ სახელმწიფოებთან და მათი სტაბილურობა ასევე იყო ამ ინტერვენციის მნიშვნელოვანი, თუმცა არა მთავარი ფაქტორი.
ლუკა ჯინჭარაძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672388397; 398-40610.61671/hos.7.2024.8296იუნუს ემრე - ლექსები
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8304

იუნუს ემრე ცნობილი თურქი სუფი პოეტია. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში. წერდა რელიგიურ-მისტიკურ ლექსებს სადა, ხალხისთვის გასაგები ენით.
ასმათ ჯაფარიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672617619; 62010.61671/hos.7.2024.8304ევროპული და აღმოსავლური კულტურა: არქეტიპულ- ორგანოტროპული თანხვედრები (კონსტანტინე კაპანელი)
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8303

წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელის მსოფლმხედველობრივი კონცეფცია კულტურის ონტოლოგიური, აქსიოლოგიური და სოციალური საზრისის საკითხებთან მიმართებაში, კერძოდ, კულტურის ფილოსოფიურ-სოციოლოგიური თეორიის ორგანოტროპული პრინციპის არსი და კონცეპტუალური არგუმენტები კულტურის როგორც ევროპული, ისე აღმოსავლური ტიპის ორგანოტროპული გაგების სასარგებლოდ.

ნაშრომში ნათლად არის ასახული და ჩამოყალიბებული, რომ კულტურის ისტორიული ტიპების არსობრივი გარკვეულობის შესახებ მსოფლმხედველობრივი რეფლექსია კაპანელისეულ ფილოსოფიურ ნააზრევში განხორციელებულია კულტურის ტრადიციული თეორიის ისეთ ძირითად პრობლემზე გავლით, როგორიცაა: კულტურის ყოფიერების წესი, მისი გენეზისისა და განვითარების საფუძველდებული ასპექტები, მისი სტრუქტურული მოცემულობისა და მორფოლოგიური სისტემის თავისებურებანი; გარდა ამისა, ერთი მხრივ, ბუნების, ადამიანისა და კულტურის და, მეორე მხრივ, ისტორიის, კულტურისა და ცივილიზაციის ურთიერთმიმართებანი.

ნაშრომში, გარკვეული, გაანალიზებული და ხაზგასმულია კაპანელის თვალსაზრისი კულტურისა და საზოგადოების ურთიერთგავლენის საკითხებზე, კერძოდ, კულტურის, როგორც ღირებულებათა განსაზღვრული სისტემის, სოციალური ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერებებისა და კულტურის განვითარების ტენდენციებზე საზოგადოებრივი მდგომარეობის ფაქტორთა ზემოქმედების შესახებ.

ნაშრომი წარმოადგენს იმის დასაბუთების აქტიურ მცდელობას, რომ კაპანელის ორგანოტროპულმა მოძღვრებამ, კულტურის ცალკეული სახის ევოლუციური ცვლილებებისა და სოციალურ პროცესთა დინამიკის უწყვეტი კავშირის აღიარებით, ძალზე მნიშვნელოვანი, ეფექტური და ღირებული ღვაწლი დასდო ფილოსოფიური აზრის ისტორიას კულტურის ერთიანი თეორიის შექმნის პროცესში.
ირმა ბაგრატიონიიბრაიმ დიდმანიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672577598; 599-61610.61671/hos.7.2024.83031704 წლის ოსმალური დოკუმენტი ბათუმის შემოგარენის შესახებ ( ეთნოგრაფიული ასპექტები)
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8301

XVIII ს-ის I მეოთხედის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესწავლისათვის მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გადასახადების აკრეფის მიზნით შედგენილი ოსმალური დავთრები. აჭარის ტერიტორიაზე მარცვლეული კულტურების მოყვანასთან დაკავშირებით მეტად ღირებულია აღნიშნულ დავთრებში - ,,ბათუმის ლივის ვრცელ დავთარსა“ და ,,ბათუმის ლივის მოკლე დავთარში“ მოცემული ცნობები. პირველი დოკუმენტი 1704 წლით თარიღდება

ხოლო მეორეში სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერებს ვხვდებით. დოკუმენტების მიხედვით ბათუმის ლივა მოიცავს დღევანდელი ქალაქის ტერიტორიას თავის შემოგარენით და ვრცელდება ჭოროხის ხეობის აყოლებაზე ბორჩხისა და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროზე ლაზისტანში. დოკუმენტში ჩამოთვლილია სოფლები სხვადასხვა გადასახადებით, მაგალითად ღომზე, სიმინდზე და სხვა. ჩვენი კვლევის მიზანია დავთარში აღწერილი ცნობების შესწავლა ეთნოლოგიური ასპექტით.

მარცვლეულ კულტურებს ქართველების განსახლების ტერიტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრცელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყაროებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში, XVI ს-ის დამლევსა და XVII-XVIII სს-ში საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში. ოსმალურ წყაროების მიხედვით, აჭარაში ღომის კულტურა ფართოდ იყო გავრცელებული სამეურნეო ცხოვრებაში სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, იგი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეულია. ნაშრომში თავმოყრილია ღომის მოყვანა-დამუშავება, ჯიშების, კულინარიაში, რიტუალებში გამოყენების შესახებ ეთნოგრაფიული ცნობები, შეჯერებულია ტოპოგრაფიულ და არქეოლოგიურ მონაცემებთან.
ჯემალ ვარშალომიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672532546; 547-55910.61671/hos.7.2024.8301საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამანიანთა პერიოდის დირჰამები გრაფიტით
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8302

გრაფიტი, როგორც სოციო-კულტურული გამოხატულების ფორმა უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ძალიან ბევრი ნიმუში ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან და განსაკუთრებით ძველი რომის იმპერიის პერიოდის ნიმუშებიდან შემოგვრჩა.[1] გრაფიტის გამოყენების პრაქტიკა არამხოლოდ კედლებზე შესრულებულ მხატვრობას თუ მინაწერებს ან მინაკაწრებს წარმოადგენდა, არამედ ვრცელდებოდა ისეთი მცირე ზომის თუმცა საყოველთაო ნივთებზე, როგორიც არის მონეტა. ფული წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს ისეთ საზოგადო სიმბოლიკას (განსაკურთრებით წვრილი ნომინალის ფული), რომელიც ხელმისაწვდომი და განკუთვნილი იყო ნებისმიერი სოციალური ფენისათვის.

საქართველოს ისტორიაშიც, ფულს ყოველთვის გააჩნდა მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა და გამოიყენებოდა არამხოლოდ ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ფორმით, არამედ შემდგომში იძენდა განსხვავებულ ფუნქციებსაც და ატარებდა, როგორც ეთნოგრაფიულ, ისე პროპაგანდისტულ, თუ კულტურულ დატვირთვას. ძალიან ხშირად მაღალი ხარისხის ვერცხლის დაბალი ნომინალის მონეტები გამოიყენებოდა, როგორც სამოსის დეკორაციის ნაწილი ან სამოსის კონკრეტული ფუნქციის მატარებელი.[2]

[1] აღსანიშნავია ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ქალაქი პომპეი.

[2] ძალიან ხშირად მონეტა, სტანდარტული მრგვალი ფორმის გამოიყენებოდა როგორც სამოსის შესაკრავი ღილი.
ევგენი ჭანიშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672560568; 569-57610.61671/hos.7.2024.8302კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და მისი გავლენა სოციუმზე (აკრამ აილისლისის „ქვის სიზმრების“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკისა“ და ნარინე აბგარიანის შემოქმედების მიხედვით)
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8297

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ეთნიკური და ტერიტორიული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის გარშემო მდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ეს კონფლიქტი სათავეს იღებს მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ განსაკუთრებით გამწვავდა 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის ფონზე სომხებმა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და აზერბაიჯანიდან გამოყოფა მოითხოვეს.

1992 წლის თებერვალში მომხდარმა „ხოჯალის ხოცვა-ჟლეტამ“[1] გამოიწვია მასობრივი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მასშტაბური იძულებითი გადაადგილება. ეს ტრაგიკული მოვლენა გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომელმაც გამოიწვია რეგიონის დემოგრაფიული ცვლილება და დღემდე რჩება დაძაბულობის წყაროდ ორ ქვეყანას შორის. კონფლიქტის გადაუჭრელობა კვლავ ახდენს გავლენას რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის კონფლიქტს იძულებით გადაადგილებასთან ერთად მოჰყვა ეკონომიკური სირთულეები და ფსიქოლოგიური ტრავმა მრავალი ადამიანისთვის. მთიანი ყრაბაღის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორივე ქვეყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე, რაც აისახა აქრამ აილისლის „ქვის სიზმრებში“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკსა" და ნარინე აბგარიანის მხატვრულ ნაწარმოებებში, სადაც გააზრებულად საუბრობენ ამ კონფლიქტის შედეგებსა და გავლენაზე.

აქრამ აილისლის „ქვის სიზმრები“, [2] გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ და ნარინე აბგარიანის „განაგრძე ცხოვრება“ არის ნაწარმოებები, სადაც მწერლებმა შეძლეს უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება.

აქრამ აილისლი, ნარინე აბგარიანი და გიუნელ მოვლუდი - არიან მწერლები, რომლებიც საუბრობენ ყარაბაღის ომის და ომის შემდგომ პერიოდზე, საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩვეული ყოფიდან გამოგდებულ, ყველანაირი საკუთრების დამკარგავი ადამიანების ბედზე.

მწერლები გადმოგვცემენ თავიანთი თვალით დანახულს და განცდილს. სამივე ავტორი ცდილობს მთელი სულისკვეთებით გადმოგვცენ ის ტკივილი და ტრავმა, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას. სამივე ავტორი საუბრობს იძულებით გადაადგილებულთა ეკონომიკურ სირთულეებსა და ფსიქოლოგიური ტრავმის გამოცდილებაზე [3] და ხშირად ეხებიან კონფლიქტისა და ომის თემებს[4] (Alexander, 2004:5).

ავტორები წარმოაჩენენ კონფლიქტის ორივე მხარეს, მათ კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნული იდენტობის საკითხებს, საუბრობენ ომის აბსურდულობასა და დამანგრეველ შედეგებზე. მათი პერსონაჟები წარმოაჩენენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ღირსება და გააგრძელონ ცხოვრება ომისა და კონფლიქტის მძიმე პირობებში.

ეს ლიტერატურული ნაწარმოებები გვთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას, გავიგოთ კონფლიქტის კომპლექსური ბუნება და მისი გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და სოციუმზე, რითაც ხელს უწყობენ ემპათიისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას.

სამივე ავტორის შემოქმედება ერთგვარი სარკეა, რომელიც ასახავს კატასტროფულ ჭეშმარიტებას: ომი და შედეგად ტრავმა არის უცვლელი ტრაგიკული კომპონენტი კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის თანამედროვე სამყაროში.

[1] ”ხოჯალის გენოციდი, რომელიც მთელი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ბარბაროსული ქმედების გამოვლინება; იგი წარმოუდგენელი სისასტიკითა და სასჯელის არაადამიანური მეთოდებით ხასიათდება. ეს გენოციდი ასევე მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ისტორიული დანაშაულია.”

[2] https://www.armin.am/images/menus/1400/AkramAilisli-Stone-dreams.pdf

[3] Айерман Р. Социальная теория и травма / Р. Айерман // Социологическое обозрение. — Т. 12. — 2013. — № 1. — С. 125.

[4] Казарян К., Исаев Г. Армяне и азербайджанцы залечивают психологические раны после войны.
მზევინარი ჯანაშვილი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672407424; 425-43910.61671/hos.7.2024.8297კულტურული ფონის როლი ენის შესწავლის პროცესში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8298

ენის შესწავლის პროცესის სირთულეებზე მრავალი ნაშრომი დაწერილა. ენის შესწავლა ენობრივი სტრუქტურის გარდა, შესასწავლი ენის კულტურული ფონის აღწერასაც უნდა ემსახურებოდეს, ერთაშორისი ჯანსაღი კომუნიკაცია ენის ლინგვისტური სირთულეების გარდალახვასთან ერთად, ენის კულტურული კუთხიდან აღქმა-შესწავლასთანაც ასოცირდება, რაც შემსწავლელის მხრიდან განსაზღვრული ენობრივი კოლექტივისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპებისა და სამყაროს მათეული ხედვის აღქმას განაპირობებს.

ჩემი ინტერესის სფეროს ენისადმი ლინგვისტური მიდგომის პარალელურად, შემსწავლელის მიერ შესასწავლი ენის კულტურული ფონის შესახებ ინფორმაციულობის გამოვლენა, ენისადმი კონცეპტუალური მიდგომის საკითხში საჭირო რეკომენდაციების შემუშავებაზე მსჯელობა წარმოადგენს.

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა ოცდაორმა თურქული ენის შემსწავლელმა ქართველმა მიიღო, ნათელი მოჰფინა შესასწავლი (თურქული ენის) კულტურული სამყაროს შესახებ შემსწავლელთა ინფორმაციულობას, მოგვცა არსებული სურათის განხილვისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების აუცილებლობაზე მსჯელობის საშუალება.

ანკეტური კვლევის შედეგმა შემდეგი სურათი გვიჩვენა: ქართველ ენის შემსწავლელთა ინფორმაციულობა მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამედროვე გმირებითა და მოვლენებით შემოიფარგლება, რომლის უზრუნველყოფასაც ვიზუალური სანახაობები: საინფორმაციო არხები, ვიდეო რგოლები, ინტერნეტწყაროები ახორციელებს. კულტურულ სიღრმეებს კი, რომელიც ენობრივი კოლექტივის ეროვნულ სულს, ლიტერატურულ ტრადიციებს, სტერეოტიპული წარმოდგენების შედეგად პრეცედენტად ქცეულ პირებსა თუ მოვლენებს წარმოადგენს, სამწუხაროდ ქართველი ენის შემსწავლელი არ იცნობს.

ჩემი რეკომენდაციებიც ენის შესწავლის პროცესში არსებული ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება: ენის შესწავლისას აუცილებელია კულტურული ელემენტების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა: ენის სწავლის პროცესში დონესთან ადაპტირებულად ენობრივი კოლექტივის კულტურის ამსახველი ლიტერატურის მიწოდება; სასურველია ლინგვოკულტუროლოგიური ლექსიკონის შემუშავება, რომელიც ერის კულტურის ასახვის საფუძველზე ენის შემსწავლელზე შესასწავლი ენის სულიერი სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და შედეგად, ერთაშორის ჯანსაღ კომუნიკაციას განაპირობებს.
ზეინაბ ახვლედიანი
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672440451; 452-46110.61671/hos.7.2024.8298ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8299

გვარსახელების შესწავლა მჭიდრო კავშირშია ქართველი ერის ისტორიულ, ენათმეცნიერულ და ეთნოგრაფიულ მონაცემებთან.

წინამდებარე სტატიის კვლევის მიზანს წარმოადგენს, აჭარაში გავრცელებული ბერ-ძირიანი გვარსახელების გამოვლენა, აფიქსების საშუალებით პირსახელებიდან გვარების წარმოების, მათი სტრუქტურის, სემანტიკისა და ეტიმოლოგიის შესწავლა.

კვლევა ემყარება ძველი და თანამედროვე ქართული ენის ტექსტებს, ლექსიკონებს, დიალექტურ მონაცემებს, ისტორიულ - ეთნოგრაფიულ დოკუმენტებსა და სამეცნიერო ლიტერატურის დიაქრონიულ ანალიზს.

საანალიზო მასალებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბერი ძველი ქართული ენის ლექსიკური ერთეულია, მისგან საწარმოო საშუალებებითა და კომპოზიტური სიტყვათშეერთებით აჭარულში მიღებულია მრავალრიცხოვანი საზოგადო და საკუთარი სახელები, საინტერესოა, ბერ-ძირის სემანტიკური მრავალფეროვნება და ადგილის, ციხის, პირსახელებისა და გვარსახელების წარმოების მოდელი. ბერ- ძირი საზოგადო სახელებში ხშირად დღევანდელი გაგებით ასაკის, მოხუცებულობის, ხნოვანობის გამომხატველია, ისტორიულ დოკუმენტებში დადასტურებულ გეოგრაფიულ სახელებში უმეტეს შემთხვევაში ბერ-ი გამოხატავს ბერ-მონაზვნის, საეკლესიო პირის სემანტიკას (ბერთა, ბერიეთი ..), თუმცა სახნავ-სათესი ადგილის სახელწოდებებში (ბერიმიწები, ბერიყანა, ბერი კიტრი ...) სიბერის, ხნოვანობის გამომხატველი უნდა იყოს.

ბერ- ელემენტიანი გვარების სემანტიკური და ფონეტიკური ცვალებადობა გვიმტკიცებს, რომ ბერი თავდაპირველად ზოგადი მნიშვნელობით იხმარებოდა. საზოგადო სახელიდან აფიქსაციის გარეშე ან აფიქსების საშუალებით საზოგადო სახელი გადაიქცა პირსახელად ან პირსახელი ერთი ლექსიკურ-სემანტიკური და ფუნქციური ჯგუფიდან გვარსახელში გადავიდა (ბერიძე, ბერსენაძე, ბერსელაძე (ბერსელი), ბერული, ბერიშვილი, კახაბერიძე, გულაბერიძე, დოლაბერიძე, ჯოხთაბერიძე, ჯანბერიძე, ღოღობერიძე ...). საკუთარი სახელის მამრობითი სქესის, ძის, შვილის ჩვენება განსაზღვრავს გვარსახელებში დადასტურებული ბერ-ძირის სემანტიკას. ამგვარი ტენდენცია საერთო ქართველური ენობრივი მოვლენაა და დღესაც შეინიშნება ქართული ენის დიალექტებში.

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანია ქართველური ლექსიკოლოგიის, ონომასტიკის და, საერთოდ, გვარსახელებთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების დიაქრონიული ანალიზისათვის.

მარიამ კობერიძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672462487; 488-50610.61671/hos.7.2024.8299ქართულად წერის სტრატეგიები თურქულენოვან ჯგუფებში
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8300

წინამდებარე კვლევა შეისწავლის ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესში წამოჭრილ გამოწვევებს თურქულენოვან სტუდენტებთან მუშაობისას. კვლევის მთავარი ფოკუსია წერის უნარის განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც გამოწვეულია ქართული და თურქული ენების ფონემატური სტრუქტურების მნიშვნელოვანი განსხვავებებით. კვლევა ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოიცავდა A1- A2 დონის მსმენელებს. თურქულენოვან ჯგუფებთან დაკვირვების, წერითი დავალებების ანალიზის, ინტერვიუებისა და ექსპერიმენტის მეთოდებით მუშაობისას დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე შევიმუშავეთ ეფექტური სტრატეგიები: ბგერების განცალკევებით გამეორება, ვოკალიზაციაზე ვარჯიში, მინიმალური წყვილების გამოყენება, აუდიოჩანაწერი და თვითშეფასება. აღნიშნული ინტეგრირებული სტრატეგიების, კვლევის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვის ეფექტიანობა მათ თანმიმდევრულობასა და სისტემურობაზეა დამოკიდებული.
ქეთევან შოთაძე
საავტორო უფლებები (c) 2024
https://creativecommons.org/licenses/by/4.0
2024-12-062024-12-0672507520; 521-53110.61671/hos.7.2024.8300