https://hos.openjournals.ge/index.php/hos/issue/feed აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 2024-12-10T16:36:48+04:00 Emzar Makaradze makaradze@hotmail.com Open Journal Systems
ჟურნალი „აღმოსავლ­ეთ­მცოდნეობის მაცნე“ დაარსდა 2018 წელს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე. ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ აღმოსავლეთმცოდნეობის დარგებში.
https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8269 ოსმალეთის საარქივო დოკუმენტაციის მაკედონური თარგმანი (განვითარება და გამოცდილება) 2024-12-04T11:12:34+04:00 დრაგი გორგიევი bibliography@sciencelib.ge
წინამდებარე ტექსტი გვიჩვენებს ოსმალთმცოდნეობის ათ­წ­ლეულების განმავლობაში განვითარების პროცესს, სახელ­დ­ობრ, მთარგმნელობითი სეგმენტის განვითარებას ჩრდილოეთ მა­კ­­ედონიის ამჟამინდელ რესპუბლიკაში. სტატიაში ნაჩვენებია მაკედონიის ისტორიოგრაფიის ფარგლებში ოსმალური დოკუ­მ­ე­ნტების თარგმნის დასაწყისი და განვითარება, აგრეთვე მათი მნი­შვნელობა და გამოყენება ისტორიული წყაროები მაკე­დო­ნ­ელი ისტორიკოსების მიერ. ნაშრომში ყურადღება ეთმობა მთა­რგმნელობითი სეგმენტის პრობლემებს ხანგრძლივი სარედ­აქ­ციო პროცესის კუთხით, რომელიც საჭიროა ოსმალეთის თურ­ქულ ენაზე მთარგმნელის განათლებისთვის, აღნიშნული ენის სირ­თულის გათვალისწინებით. აქვე მოკლედ განვიხილავთ მაკ­ედონიის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ორიგინა­ლ­ური ოსმალური დოკუმენტებისა და ხელნაწერების კოლექციებსა და ტიპებს, რომლებიც წარმოადგენს მაკედონელი ოსმალ­თმ­ცოდნეების თარგმანების ძირითად კორპუსს.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8270 ახალი ცნობები ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მე 17 ს-ის დასაწყისში. ირანელი ავტორის, ფაზლი ბეგ ხუზანი ისფაჰანის წყაროს „აფზალ ალ თავარიხის“ მიხედვით: ისა - ხან მირზა და შაჰ-აბას I 2024-12-04T11:52:04+04:00 თამარ ლეკვეიშვილი bibliography@sciencelib.ge
მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის ისტორიული თხზულება შაჰ აბას I -ის (1587-1629) მმა­­რთველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს  ფაზლის დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის,  „აფ­ზალ ალ-თავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს  (თხზ­ულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა), რომე­ლ­შიც ვრც­ლადაა მოთხრობილი მე-17 საუკუნის, კერძოდ კი ირან-საქა­რთველოს ურთიერთობის შესახებ. „აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნე­ლ­ო­ვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდის ეპოქის საკვ­ლევად (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგ­ადად, კავ­კასიის ისტორიის შესასწავლად.

შაჰ-აბასის ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფა­ჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი იყო და  როგორც სეფიანთა ირა­ნის, ასევე საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი გახლდთათ. იგი ქართველების შეს­ა­ხებ მრავალი დღემდე უცნობი და საყურადღებო ცნობის ავტო­რად გვევლინება. ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ის­ტ­­ო­რიის გარკვეულ პერიპეტიებს.

წინამდებარე სტატიაში განხილულია საქართველოს ისტ­ორ­იისთვის რამდენიმე უცნობი ეპიზოდი ირანში გაზრდილი, გა­მ­უსლიმებული ბატონიშვილის, ალექსანდრე კახთა მეფის (15 74-1605), გიო­რგის ვაჟის, ისა ხან მირზას  და შაჰ-აბასის ურთ­იერ­თობის ისტორიიდან.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8271 აბდულჰამიდ II-ის მმართველობა 1876-1878 წლებში 2024-12-04T12:04:15+04:00 საბა კალანდარიშვილი bibliography@sciencelib.ge
ნაშრომში განხილულია ოსმალეთის იმპერიის რიგით 34-ე სულთნის, აბდულჰამიდ II-ის მმართველობის პირველი ორი წელი, რომელიც ცნობილია, როგორც „პირველი კონსტიტუციის ერა“. სულთან მურად V-ის ტახტიდან ჩამოგდებისა და მის მაგი­ვ­რად თავისი ძმის ასვლით ოსმალეთის იმპერიაში იწყება აბსო­ლუტური მმართველობის ხანა, რომელმაც ახალი რეალ­ობის წინ­აშე დააყენა, როგორც ევროპის დიდი სახელმწიფოები, ისე დასუ­სტებული ოსმალეთის იმპერია.

სტატიაში უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით განხი­ლ­­ულია 1876-1878 წლებში მომხდარი საკვანძო, მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორებიცაა: სულთან აბდულჰამიდ II-ის ტახტზე ასვლა, ბრძოლა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ, სტა­მ­ბ­ოლის კონფ­ერენცია, კონსტიტუციის მიღება, პარლამენტის ჩამ­ო­­­ყა­ლიბება-დათხოვნა, რუსეთ-ოსმალ­ეთის 1877-1878 წლების   ო­მი, სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება, ბერლინის კონგრესი და ჩირაანის ინციდენტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვე­ც­ადეთ, ამოგვეწურა ოსმა­ლეთის იმპერიის ავტოკრატი მმართ­ვ­ე­ლის პირველი ორი წელიწადი, რომელმაც დიდი გავლენა იქო­ნია არა მხოლოდ ევროპის დიდ სახელმწიფოთა პოლიტ­იკაზე, არა­მედ საქარ­თველოზეც.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8272 „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით) 2024-12-04T12:12:03+04:00 ზვიად ტყაბლაძე bibliography@sciencelib.ge
ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინ­ან­სებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამე­ცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის (NFR-22-21090)  - „რელ­იგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქი­ვის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორც­იე­ლდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიც­ია­ტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით.

რეპრესირებულ პირთა ბედი გვიჩვენებს, თუ რა ტრაგ­იკ­ული შედეგები მოჰყვა საბჭოთა კავშირის იმპერიულ გადაწყ­ვე­ტილებებს რიგითი ადამიანებისთვის. საბჭოთა რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შეუსწავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ათასობით რეპრე­სი­რ­ებულ სასულიერო პირთა საქმეები, რომელიც სხვადასხვა არქი­ვშია დაცული.  თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგ­იური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების  და რეპრეს­ირ­ე­ბ­ული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშ­უქებას. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, აქტიურად დაი­წყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლი­ტი­კის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა დენომინაციის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები, განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მართლმად­იდებლური, კათოლიკური, სომხური-სამოციქულო, ქრისტი­ა­ნულ-პროტესტანტული, სხვა ქრისტიანული  მიმდინარეობების, ასევე იუდეური, ისლამური თემების სასულიერო პირების რელ­იგიური მოტივებით დევნა. სასულიერო პირთა დევნის საფუ­ძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრ­ევო­ლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას.  დამუშა­ვე­ბული იქნა იმ სასულიერო პირთა შესახებ ინფორმაცია, რომლ­ებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვ­რეტ­ილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები.

მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი, ლალი ეხვაია.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8273 იბადიური ისლამის გავლენა ომანის სასულთნოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე 2024-12-04T12:19:59+04:00 სიმონ გურეშიძე bibliography@sciencelib.ge
ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ 2023 წლის 7 ოქტო­მ­ბ­ერს მოწყობილი ტერაქტის შემდეგ, რომლის საპასუხოდაც ღაზას სექტორში დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც მეტ-ნაკ­ლები ინტენსივობით ნახევარი წლის გასვლის შემდეგაც გრძე­ლ­დება და თანამდევი მოვლენების გამო, პარალელურად, ირან-ისრ­აელის უკიდურეს დაძაბულობაში გადაი­ზარდა, მსოფ­ლიო ახალი მსხვილ მასშტაბიანი რეგიონული დაპირისპირების რის­კის წინაშე დადგა. სწორედ აღნიშნული ფაქტორების გამო კვლავ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, რომ არსებობს თუ არა ახლო აღმ­ოსავლეთის რეგიონში სხვადასხვა მიზეზებით პერი­ოდულად წამოჭრილი კონფლიქტების დიპლომატიურად გადა­ჭრის სულ მცირე შესაძლებლობა, გვაქვს თუ არა რეგიონში შემა­ვალი ამა თუ იმ ქვეყნების უახლეს ისტორიაში აღნიშნული ფენ­ომენის თვა­ლსაჩინო მაგალითები? რამდენად არის გახსნილი მუს­ლი­მური სამყარო მშვიდობიანი გზით კონფლიქტების გადა­ჭრი­ს­ა­დმი. ასევე რომელი ქვეყანა წარმოადგენს ამ მხრივ ერთ-ერთ ყვე­ლაზე წარმატებულ პრეცედენტს  და ისლამში არსებული ძირით­ადი მიმდინარეობებიდან რომელი მათგანია უფრო მოქნილი აღნიშნული გამოწვევების დაძლევის საკითხებში?

ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიაში მოვლენები კალ­­ე­იდოსკოპური სისწრაფით იცვლება. ხშირია მაგალითები, როდესაც გუშინდელი დაპირისპირებული მხარეები ურთიე­რ­თ­ობის ნორმალიზებას ახერხებენ, მაგ. აშშ-ის ექს პრეზიდენტ დონ­­ალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ისრ­აელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინს, მაროკოსა და ოდნავ მოგვიანებით სუდანს შორის დადებული  აბრაამის შეთანხმება. არის შემთხვევები, როდესაც პარტნიორული ურთ­იე­რთობები დროებით წყდება და იძაბება. მაგალითად, ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის 2017 წელს კატ­არის ირანთან კავშირისა და ტერორიზმისთვის ხელშეწყობის ბრალდების ნიადაგზე წარმოქმნილი განხეთქილება, რომელიც 2021 წლამდე გაგრძელდა.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8274 უცხოელ მოგზაურთა თვალით დანახული თბილისის მოსახლეობა XIX საუკუნეში 2024-12-04T14:47:50+04:00 ირინე ნაჭყებია bibliography@sciencelib.ge
თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, ოდითგანვე იყო ევროპისა და აზიის კულტურული და პოლიტიკური გზაჯვ­არ­ე­დინი. XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის საქართველოზე კონტ­როლის დამყარების შემდეგ თბილისის პოლიტიკური ფუნქცია პირველივე წლებიდან ძირეულად შეიცვალა. ამ კონტექსტში საი­ნტერესოა საქართველოში სხვადასხვა მიზნით მოგზაურ ევრ­ოპელთა თხზულებებსა და ვენსენის არქივში (საფრანგეთი) დაც­ული ცნობები. ამ მოგზაურთ შორის იყვნენ სამხედრო პირები, გეოგრაფები, იურისტები, მწერლები, მხატვრები, ექიმები და სხვ. მათ ნაწერებში დაცული ინფორმაცია თბილისის მოსახლეობის ეთნორელიგიური შემადგენლობის, წეს-ჩვეულებებისა და საქმ­ია­ნობის შესახებ თემატურად დავახარისხეთ და გავაანალიზეთ.

ჩვენს მიერ მოძიებული მასალის მიხედვით ჩანს, რომ თბი­ლისის ძირითად მოსახლეობას სომხები და ქართველები, შედ­არ­ებით მცირე ჯგუფებს კი მუსლიმები, თათრები და სპარსელები, შეადგენდნენ. XIX საუკუნის პირველ წლებში თბილისის მოს­ახ­ლეობას შეემატნენ რუსი სამხედრო მოხელეები და ჯარისკაცები, ოციან წლებში კი აქტიურად დაიწყო სომხებისა და გერმან­ელ­ების ემიგრაცია, რაც სამხედრო, პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული. მოგზაურთა ცნო­ბ­ები დიდწილად ეყრდნობა მათ მიერ ქუჩებში, ბაზრებში, ქარვ­ას­ლებსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამართულ მიღ­ე­ბებზე მიღებულ ინფორმაციას. ამ მასალიდან ჩანს, რომ თბილ­ისში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულთა (ოსები, ლეკები, სპარსე­ლები, ჩერქეზები, დაღესტნელები, ფრანგები, გერმანელი კოლო­ნისტები და სხვ.) იერსახე, აგრეთვე სალაპარაკო ენების სიმ­რა­ვლე და კოსტიუმების მრავალფეროვნება და თბილისს განუ­მე­ო­რებელ კოლორიტს ანიჭებდა.

უცხოელი მოგზაურები ინფორმაციას თბილისის მოსა­ხლე­ობის ეთნორელიგიური შემადგენლობის, მათი ადათ-წესებისა და ჩვეულებების შესახებ თავიანთი კულტურისა და ღირებ­ულ­ებების პრიზმაში ატარებდნენ. ამიტომ, იმისგან დამოუკიდ­ებ­ლად, თუ რა დრო დაყო ამა თუ იმ მოგზაურმა საქართველოში, მათი ცნობები გარკვეული სუბიექტურობისგან დაზღვეული არ არის. მიუხედავად ამისა, ეს ის ინფორმაციაა, რომელსაც განათ­ლებული ევროპელი მკითხველი იღებდა საქართველოს შესახებ. ამ მოგზაურთა მიერ მოწოდებული მდიდარი მასალა საკვლევად მეტად საინტერესო წყაროა და სწორედ ამაში მდგომარეობს მოგ­ზაურის ნაწერების მნიშვნელობა.

ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კი შეი­ძ­ლება ითქვას, რომ მთელი XIX საუკუნის განმავლობაში თბი­ლისი მნიშვნელოვან მულტიკულტურულ როლს ასრულებდა, რადგან იქ ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები თანაარსებობდნენ, რაც ამ ქალაქის მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშნი იყო.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8275 ჰაჯი მურატი- ჩრდილო კავკასიელი რინდი 2024-12-04T15:01:05+04:00 მარიამ გურეშიძე bibliography@sciencelib.ge
სტატიაში განხილულია XIX საუკუნეში ჩრდილო კავკა­სი­აში არსებული სუფიზმი, მურიდიზმი და სუფიზმში არსებული რინდული ფენომენი. ამჯერად, რინდული ფენომენის არსებობა და მასთან ჰაჯი მურატისა და მთიელების მიკუთვნებულობა საარ­ქივო დოკუმენტიდან მოყვანილი ერთი მაგალითით წარმო­ვადგინეთ.

ვფიქრობ, რომ არა ჰაჯი მურატისა და ჩრდილო კავკასი­ელი მთიელების რინდული სულისკვეთება, ვერ მოხდებოდა მეორე იმამის ჰამზათ-ბეგის დამარცხება, რომელმაც ძალაუფ­ლება სისასტიკითა და მასზე დამყარებული უსამართლობით მოიპოვა.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8276 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლური პოლიტიკა : ურთიერთობა ჩრდილოეთ კავკასიასთან (1918-1921) 2024-12-04T15:13:48+04:00 გიორგი ბაციკაძე bibliography@sciencelib.ge
სამეცნიერო სტატია ეხება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ურთიერთობას ჩრდილოეთ კავკასიასთან, აანალ­იზებს მის სპეციფიკურ ხასიათს 1918-1921 წლებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და წარმოაჩენს ურთიე­რთ­ობის ძირითად პრინციპებს.

1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, პროცესი ურთულესი საერთაშორისო და შიდა გამოწვევების ფონზე წარიმართა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა მთიელთა რესპუბლიკამაც, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ძირითად ნაწ­ილს მოიცავდა. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმ­წიფ­ოების დამოუკიდებლობას საერთო ძალა ებრძოდა, ჯერ თეთ­რგვარდიული, შემდეგ კი ბოლშევიკური რუსეთის სახით. საე­რთო ბრძოლაში წარმატებისთვის ორივე მხარე კარგად აცნო­ბიერებდა კავკასიის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისებისა და მეზობელთა ტერიტორიული პრეტენზიების ფონზე დაიწყო სიცოცხლე, რასაც თან ემატებოდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები ქვეყნის შიგნით. ლოგიკურად, სახელმწიფოს შემოსავლების კოლოსა­ლ­ური ნაწილი თავდაცვაზე იხარჯებოდა, რაც სერიოზულ ფინა­ნსურ პრობლემებს ქმნიდა, ჯეროვანი რეფორმების განხორცი­ელ­ებისა და სრულფასოვანი ჩამოყალიბების პროცესს აფერხებდა. თუმცა, ქვეყნის პირდაპირ ინტერესებში შედიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თავისუფლება, რამდენადაც იგი რუსეთისგან თავ­დაცვის ფარს ქმნიდა და სრულიად კავკასიის დამოუკი­დებ­ლო­ბას აძლიერებდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავ­რობა თავისი არსებობის მანძილზე მხარს უწყვეტად უჭერდა მთი­ელთა რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკური, ისე მატე­რია­ლური რესურსით. მთიელთა ინტერესები იმდენად დაუკავ­შირდა საქა­რთველოს, რომ ბოლოს იგი საქართველოსთან ავტო­ნომიის უფლ­ებით შეერთების თხოვნამდეც მივიდა.

წარმოდგენილი კვლევა ნათლად წარმოაჩენს ურთიერთ საჭიროებებსა და ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თა­ნ­­ამშრომლობის შინაარსს. ქვეყნის მძიმე მდგომარეობის ფო­ნზე ჩრდილოეთ კავკასიის უწყვეტი და მრავალმხრივი მხარდაჭერის კონტექსტი კი ცხადყოფს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობისთვის ჩრდილოელი მეზობლების თავისუფლების მნი­შვნელობას.

სტატია ეფუძნება საარქივო დოკუმენტებს, სამეცნიერო ლი­ტ­ერატურასა და პერიოდული პრესის მასალებს. ზოგიერთი წყარო და დეტალი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმო­ქცევაში.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8277 თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურგუთ ოზალის მმართველობის პერიოდში 2024-12-04T15:27:03+04:00 ელისაბედ მაჩიტიძე bibliography@sciencelib.ge
წარმოდგენილ ნაშრომში განხილული და გაანალი­ზებ­უ­ლია თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები 1983-1993 წლებში. მეოცე საუკუნის 80-90-იან წლებში თურქეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვით­არებაში გარდამტეხი როლი შეასრულა თურგუთ ოზალმა, რომ­ელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი (1983-1989), ხოლო შემდეგ  კი ქვე­ყ­ნის პრეზიდენტი იყო (1989-1993). ამ პერიოდში განხორციე­ლე­ბულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა მნიშ­ვ­ნ­ელოვნად განაპირობა ქვეყნის შემდგომი განვითარება.

აღსანიშნავია, რომ  ოზალმა, თავის თანამედროვე ლიდე­რ­ე­ბზე გაცილებით ადრე  განჭვრიტა გლობალიზაციის ორივე მხა­რე, როგორც პერსპექტივები, ასევე რისკებიც. ოზალი ატარებდა მეტად აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ოზალის საგარეო პოლი­ტ­იკა მიზნად ისახავდა, პირობების შექმნას დაჩქარებული ეკონომ­იკური განვითარებისათვის.

ოზალის საგარეო პოლიტიკაში იკლო იდეოლოგიურმა ზე­გ­­­ა­ვლენამ და იგი უფრო პრაგმატული გახდა. ოზალის საგარეო პოლიტიკის თავისებურება იყო ის, რომ იგი ორიენ­ტი­რებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებზე.

ითვალისწინებდა რა ქვეყნის გეოსტრატეგიულ და გეოპ­ო­ლ­იტიკურ მდებარეობას, თურქეთი ატარებდა დივერსიფიც­ირ­ე­ბულ, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ორიენტირებული იყო მრ­ა­ვალმხრივი თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე.

დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის პარალელურად, 1980-იან წლებში თურქეთის საგარეო პოლიტიკის მნიშვნე­ლო­ვანი მიმართულება იყო მუსლიმურ ქვეყნებთან დაახლოება სავა­ჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნით.

ოზალის დროს თურქეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო მეტად იყო ორიენტირ­ებ­ული ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა ცენ­­­ტრალური აზია, კავკასია, ბალკანეთი და ახლო აღმოსა­ვ­ლ­ეთი.  თურქეთი ცდილობდა გამხდარიყო ამ რეგიონების პოლ­ი­ტიკური და ეკონო­მიკური ცენტრი.

ოზალი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას არ განიხილავდა დასავლე­თთან ურთიერთობის სანაცვლოდ, პი­რ­იქით, ამას ხელი უნდა შეეწყო დასავლეთთან თურქეთის ურთ­იერთობის გაძლიერებისათვის.

ოზალი თვლიდა, რომ თურქეთი უნდა გამხდარიყო ისლ­ამური სამყაროს დამაკ­ავშ­ირებელი ხიდი დასავლურ სამყა­რო­ს­თან, რაც ხელს შეუწყობდა ეკონომიკური თანამშ­რომ­ლობის გან­ვ­ითარებას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა მშვიდობის გან­მ­ტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში.

ოზალი პრაგმატული პიროვნება იყო და მისი გადაწყვე­ტი­ლ­ებები  საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე, შეესაბამებოდა იმ პერიოდში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თავის­უფალ საბა­ზრო ეკონომიკაზე და ღია კარის პოლიტიკაზე გადასვლასთან ერთად, თურქეთმა შეძლო გახდარიყო რეგიონის ლიდერი სახე­ლმწიფო. ამაში გარკვეული როლი შეასრულა იმ საგარეო პოლ­ი­ტ­იკამ რომელსაც 1980–იან წლებში ატარებდა ოზალის მთავ­რ­ობა.

2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8278 არჟანგების მხატვართა დინასტია და თბილისი 2024-12-04T15:51:38+04:00 მარინა ალექსიძე bibliography@sciencelib.ge გრიგოლ ბერაძე bibliography@sciencelib.ge
XIX საუკუნის მეორე ნახევარში  ირანელი, განსაკუთრებით კი თავრი­ზელი (ირანის აზერბაიჯანი) მხატვრებისთვის თბილ­ისი იყო უახლოესი ქალაქი, სადაც შეიძლებოდა ევროპული აკადემიური მხატვრობის პრინციპების, მეთ­ოდებისა და ტექნ­იკის გაცნობა და დაუფლება. ამ დროს თბილისში ფუნქც­იო­ნირ­ებდა არაერთი სამხატვრო საზოგადოება და კერძო თუ სახე­ლმ­წიფო სამხატვრო სკოლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილ­ისში სამხატვრო განათლება მიიღო თავრიზელი არჟანგების დინასტიის რამდენიმე თაობამ, რომლ­ებიც თანამედროვე ირან­ული მხატვრობის გამორჩეულ სახეებად ითვლებიან: სეიდ ებრ­აჰიმ აყა მირმა და მისმა ვაჟებმა სეიდ ჰოსეინმა და სეიდ აბასმა.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8284 თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის ახალი გეოსტრატეგიული დილემა - ირან-ისრაელის ომის სავარაუდო კონტურები: მითი და რეალობა 2024-12-05T11:53:01+04:00 ვახტანგ მაისაია bibliography@sciencelib.ge ალიკა გუჩუა bibliography@sciencelib.ge
2024 წელი დაიწყო სიტუაციის გართულებით ახლო აღმო­სავლეთში, როდესაც ერაყში მდგომარეობა გართულდა უკიდუ­რესად აშშ-ს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მათმა კონფრონტაციამ მიაღწია უკიდურეს წერტილს და დროებით დასრულდა ე.წ. „პრესტიჟის ზავით“, რომელიც შეიძლება დიდ­ხ­ანს არ გაგრძელდეს. უკრაინული ავიალაინერის ჩამოგდება წა­რ­მოადგენს ამ კონფრონტაციის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ბუნებრივია, რომ სირიაში გადაიკვეთა ასევე ირანის გეოსტრატეგიული ინტერესებიც, რადგანაც თუკი ირანისთვის მო­კავშირე ალავიტური მმართველი ასადის დინასტიური რეჟიმი დაეცემა, მას მოყვება სუნიტური ორიენტაციის ისლამური რად­იკალური ჯგუფების გააქტიურება (ანუ გათამაშდება „ერაყული“ სცენარი, რაც გულისხმობს შიიტური მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა); აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ ე.წ. „ანაკონდის“ სტ­რ­ატეგიის ხელშეწყობა (აშშ-ს ხელისუფლება, განსაკუთრებით წინა ადმინისტრაცია ცდილობდა ამ კონცეფციის „მარყუჟის“ გა­დ­მოსროლას სამხრეთ კავკასიის მიმართულებითაც). ამ ეტა­პზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ისრაელ-ირანის ლოკა­ლ­ური ომის სავარაუდო პერსპექტივა, რადგანაც ისრაელი წარმოა­დგენს აშშ-ს სტრატეგიულ პარტიორს ახლო აღმოსავლეთში და ირან­ის­თვის კი ისრაელი წარმოადგენს დაუძინებელ მტერს, ჯერ კიდევ „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული. ამ ნაშრომში მო­კ­ლედ იქნება წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება განვ­ითა­რდეს ამ ომის სავარაუდო სცენარი
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8288 საქართველოს ისტორიისა და ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის დიდი მკვლევარი 2024-12-05T15:17:03+04:00 გიორგი ახალკაციშვილი bibliography@sciencelib.ge
დღეს, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ, თუ­რ­ქ­ოლოგიის, განვითარების საქმეში ბევრი მკვლევარი და მეცნ­იერია ჩართული. მე, ამჯერად, მაქვს პატივი, ხაზი გავუსვა ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის, პოლიტიკისა და ცივილიზაციის მკვლევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებლისა და ერთ-ერთი პრეზი­დ­ე­ნტის (პროფ. მანანა სანაძესთან ერთად) - პროფესორ გიული ალა­სანიას ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის საკითხებს.

ქალბატონი გიული ალასანია მრავალი ათეული  წელია ეწევა  პედაგოგიურ-კვლევით  საქმიანობას  საქართველოში არსე­ბულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა შორის გამოსარჩევია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელ­მ­წ­იფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერს­ი­ტ­ეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.  ხანგრძლივი და ნაყო­ფიერი მოღვაწეობის  განმავლობაში  განსაკუთრებული  პატივ­ი­ს­ცემა,  ნდობა  და სიყვარული  დაიმსახურა  როგორც  სტუდენტ­ების,  ასევე კოლეგების  მხრიდან.  მან  თავდაუზოგავი შრომ­ის­მოყვარეობით და  სანიმუშო  პროფესიონალიზმით შეძლო   არა­ე­რთი მნიშვნელოვანი წარმატების  მიღწევა სამეცნიერო  სფე­რ­ოში.  ამის  დასტურია  მის  მიერ  გამოქვეყნებული სამეცნიერო  ნაშ­რ­ო­მების,  სტატიების თუ მონოგრაფიების ვრცელი სია, რომ­ლებიც სტუდენტებისთვის სახელმწიფო, ასევე უცხოურ, ენაზე არს­ებულ შეუცვლელ სახელმძღვა­ნელოებს წარმოადგენენ. მართ­ა­ლია ქალბატონი გიულის ძირითადი კვლევები  საქარ­თვე­ლოსა და ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიას უკა­ვ­ში­რდება,  თუმცა მისი კვლევის  სამეცნიერო არეალი საკმაოდ ფარ­თოა. იგი მუდმივად იღებს მონაწილეობას  საერთაშორისო  სამე­ცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში,  სად­აც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს  როგორც  ქართველ,  ასე­ვე უცხოელ კოლეგებს. იგი არის  არაერთი  საინტერესო  და  მნი­შვნელოვანი  საგრანტო  პროექტის  წევრი და ავტორი.  მუდმ­ი­ვად არის მზად, რომ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი და პოლემიკური მოვლენების შესწავლით გაამდიდროს სამე­ცნიერო საზოგადოება.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8295 იომ ქიფურის როლი ახლო აღმოსავლეთის კრიზისში 2024-12-05T15:44:43+04:00 ინგა ზაბახიძე bibliography@sciencelib.ge
აღნიშნული სტატია განიხალავს ახლო აღმოსავლეთში მიმ­დინარე გლობალურ, ისრაელისა და არაბული ქვეყნების კონფ­ლიქტს. მიმდინარე ნაშრომში განხილულია ისრაელის სახელმ­წიფოს შექმნა და პირველი ომი არაბულ ქვეყნებთან, 1967 წლის ექვსდღიანი და 1973 წლის იომ ქიფურის ომები. ნაშრომი ხაზს უსვამს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის არსებული გეოპ­ოლიტიკური კრიზისის სიმძიმეს ნაშრომი აერთიანებს ისრა­ე­ლისა და არაბული ქვეყნების შესახებ სხვადასხვა კვლევებსა და სამეცნიერო ლიტერატურას, პოლიტიკურ დოკუმენტებს, რათა ცხადი გახდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების საშ­ი­შროება რეგიონისათვის. იმის გამო, რომ ისრაელსა და არა­ბულ ქვეყნებს შრის არსებული ომები და ახლანდელი პოლი­ტი­კური კრიზისი საშიშროებას უქმნის მშვიდობას მსოფლიოში, გან­ხ­ილულია სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობა მს­ო­ფ­ლიოს წამყვანი სახელმწიფოების შუამავლობით.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8296 აშშ-ის ფაქტორი კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაში 2024-12-05T15:52:06+04:00 ლუკა ჯინჭარაძე bibliography@sciencelib.ge
აღნიშნულ სტატიაში განხილულია შეერთებული შტატ­ე­ბის გავლენა კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე. ყურა­დღება გამახვილებულია კანადის მონაწილეობაზე ისლამური სახელმწიფოს (ISIS), ერაყის და სირიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებზე. ხაზგასმულია, რომ კანადის პოლიტიკა, მათ შორის, ოპერაცია Impact-ში და ჰუმანიტარულ მისიებში მონაწილეობა და მისი წვლილი ISIS-ის წინააღმდეგ გლობალურ კოალიციაში, ხაზს უსვამს ქვეყნის თანხვედრას აშშ-ს სტრატეგიულ ინტე­რეს­ებთან რეგიონში. კვლევა ეფუძნება  აშშ-კანადის ურთიერთ­ობე­ბ­ისა და კანადის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის შესახებ არს­ებულ სხვადასხვა წყაროს, მათ შორის, პირველად წყაროებს, კერ­ძოდ პოლიტიკურ დოკუმენტებს, სამხედრო შეთანხმებებს და საჯარო განცხადებებს, რათა გასაგები გახდეს, თუ როგორ ახდ­ენს შეერთებული შტატები გავლენას კანადის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ახლო აღმოსავლეთში.

იმის გამო, რომ შეერთებული შტატები თანამედროვე საერ­თაშორისო წესრიგის, ნატოსა და გლობალური კოალიციის ცენ­ტრშია, მან გარკვეულწილად შექმნა კანადის სამხედრო კამპანი­ებში მონაწილეობის კონტექსტი. საერთაშორისო წესრიგის შენა­რჩუნება და ალიანსების მართვა კანადისთვის არაპირდაპირი სარ­გებლის მიღებად და აშშ-სთან ურთიერთობის კარგ ტონად განიხილებოდა. ორმხრივი ურთიერთობები რეგიონულ სახელ­მწიფოებთან და მათი სტაბილურობა ასევე იყო ამ ინტერვენციის მნიშვნელოვანი, თუმცა არა მთავარი ფაქტორი.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8304 იუნუს ემრე - ლექსები 2024-12-05T18:27:24+04:00 ასმათ ჯაფარიძე bibliography@sciencelib.ge
იუნუს ემრე ცნობილი თურქი სუფი პოეტია. მისი დაბა­დებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუ­ნე­ებში. წერდა რელიგიურ-მისტიკურ ლექსებს სადა, ხალხისთვის გასაგები ენით.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8303 ევროპული და აღმოსავლური კულტურა: არქეტიპულ- ორგანოტროპული თანხვედრები (კონსტანტინე კაპანელი) 2024-12-05T18:13:55+04:00 ირმა ბაგრატიონი bibliography@sciencelib.ge იბრაიმ დიდმანიძე bibliography@sciencelib.ge
წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენი კვლევის ობიექტს წარმო­ა­დ­გენს თანამედროვე ქარ­თ­ვე­ლი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელის მსოფლმხედველობრივი კონცეფცია კუ­ლ­ტუ­რის ონტ­ო­ლოგიური, აქსიოლოგიური და სოციალური საზრისის საკითხ­ებთან მიმა­რ­თებაში, კერ­ძ­ოდ, კულტურის ფილოსოფიურ-სოცი­ოლოგიური თეორიის ორგანოტ­რო­პუ­ლი პრინციპის არსი და კონ­ც­ე­­პტუალური არგუმენტები კულტურის როგორც ევროპუ­ლი, ისე აღმოსავლური ტიპის ორ­განოტროპული გაგების სასარგ­ებლოდ.

ნაშრომში ნათლად არის ასახული და ჩამოყალიბებული, რომ კულტურის ისტო­რ­ი­ული ტიპების არსობრივი გარკვე­ულ­ობის შესახებ მსოფლმხედველობრივი რეფლექსია კაპანელი­ს­ეულ ფილოსოფიურ ნა­­ა­ზრევში განხორციელებულია კულტუ­რ­ის ტრადიციუ­ლი თეორიის ისეთ ძირითად პრ­ობლემზე გავ­ლით, როგორიცაა: კულტურის ყოფიერების წე­სი, მისი გენეზ­ისისა და გა­ნ­ვი­თარების საფუძველდებული ასპექტები, მისი სტრუქტუ­რუ­ლი მოცემულობისა და მორფ­ო­ლოგიური სისტემის თავისებურებანი; გარდა ამისა, ერთი მხრივ, ბუნების, ადამი­ან­ისა და კულტურის და, მეორე მხრივ, ისტორიის, კუ­ლტ­უ­რი­სა და ცივილიზაციის ურთიე­რთ­მ­იმართებანი.

ნაშრომში, გარკვეული, გაანალიზებული და ხაზგასმულია კაპანელის თვალსაზ­რი­სი კუ­ლ­ტურისა და საზო­გა­დოების ურთ­იე­რთგავლენის საკითხებზე, კერძოდ, კულტ­უ­რის, რო­გორც ღი­რ­ე­ბულებათა განსაზღვრული სისტემის, სოციალური ფუნქც­იონ­ირების ზო­­გა­დი კა­ნონზომიერებებისა და კულტურის განვით­არ­ების ტენ­დენ­ციებზე საზო­გა­დო­ე­ბ­რივი მდ­გომარეობის ფაქტო­რთა ზემოქმედების შესახებ.

ნაშრომი წარმოადგენს იმის დასაბუთების აქტიურ მცდელ­ობას, რომ კაპანელის ორ­­­გა­ნოტ­რო­პულმა მოძღვრებამ, კულ­ტუ­რის ცალკეული სახის ევოლუციური ცვლილე­ბე­ბისა და სოცია­ლურ პროცესთა დინამიკის უწყვეტი კავშირის აღიარებით, ძალ­ზე მნიშვნე­ლო­ვანი, ეფექტური და ღირებული ღვაწლი დასდო ფილოსოფიური აზრის ისტორიას კუ­ლ­ტურის ერთიანი თეორ­იის შექმნის პროცესში.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8301 1704 წლის ოსმალური დოკუმენტი ბათუმის შემოგარენის შესახებ ( ეთნოგრაფიული ასპექტები) 2024-12-05T17:44:26+04:00 ჯემალ ვარშალომიძე bibliography@sciencelib.ge
XVIII ს-ის I მეოთხედის სამხრეთ-დასავლეთ საქართ­ვე­ლოს  ისტორიის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შეს­წავლისათვის მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გადასა­ხა­დ­ების აკრეფის მიზნით შედგენილი ოსმალური დავთრები. აჭარის ტერიტორიაზე მარცვლეული კულტურების მოყვანასთან დაკა­ვშ­ირებით მეტად ღირებულია აღნიშნულ დავთრებში - ,,ბათ­უ­მის ლივის ვრცელ დავთარსა“ და ,,ბათუმის ლივის მოკლე დავ­თარში“ მოცემული ცნობები. პირველი დოკუმენტი 1704 წლით თარ­იღდება

ხოლო მეორეში სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერებს ვხვ­დ­ებით. დოკუმენტების მიხედვით ბათუმის ლივა მოიცავს დღე­ვანდელი ქალაქის ტერიტორიას თავის შემოგარენით და ვრცე­ლდება ჭოროხის ხეობის აყოლებაზე ბორჩხისა და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროზე ლაზისტანში. დოკუ­მე­ნტში ჩამოთვლილია სოფლები სხვადასხვა გადასახადებით, მაგ­ა­ლითად ღომზე, სიმინდზე და სხვა. ჩვენი კვლევის მიზანია  დავ­თარში აღწერილი ცნობების შესწავლა ეთნოლოგიური ასპე­ქტით.

მარცვლეულ კულტურებს ქართველების განსახლების ტ­ე­რ­­ი­ტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრც­ელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყა­როებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში, XVI ს-ის დამლევსა და XVII-XVIII სს-ში საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში. ოსმალურ წყაროების მიხედვით, აჭარაში ღომის კულტურა ფარ­თოდ იყო გავრცელებული სამეურნეო ცხოვრებაში  სიმინდის  შემოსვლამდე და შემდეგაც,  იგი  მოსახლეობის ერთ-ერთი მთა­ვარი საკვები მარცვლეულია. ნაშრომში თავმოყრილია ღომის მოყვანა-დამუშავება, ჯიშების, კულინარიაში, რიტუალებში გამ­ო­ყენების შესახებ ეთნოგრაფიული ცნობები, შეჯერებულია ტოპ­ოგრაფიულ და არქეოლოგიურ მონაცემებთან.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8302 საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამანიანთა პერიოდის დირჰამები გრაფიტით 2024-12-05T18:02:06+04:00 ევგენი ჭანიშვილი bibliography@sciencelib.ge
გრაფიტი, როგორც სოციო-კულტურული გამოხატულების ფორმა უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ძალიან ბევრი ნიმ­უში ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან და განსაკუთრებით ძვე­ლი რომის იმპერიის პერიოდის ნიმუშებიდან შემოგვრჩა.[1] გრა­ფ­იტის გამოყენების პრაქტიკა არამხოლოდ კედლებზე შესრულ­ებულ მხატვრობას თუ მინაწერებს ან მინაკაწრებს წარმოა­დგ­ენდა, არამედ ვრცელდებოდა ისეთი მცირე ზომის თუმცა საყოვ­ელთაო ნივთებზე, როგორიც არის მონეტა. ფული წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს ისეთ საზოგადო სიმბოლიკას (განსაკ­ურთრებით წვრილი ნომინალის ფული), რომელიც ხელმის­აწ­ვდომი და განკუთვნილი იყო ნებისმიერი სოციალური ფენის­ათვის.

საქართველოს ისტორიაშიც, ფულს ყოველთვის გააჩნდა მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა და გამოიყენებოდა არა­მხოლოდ ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ფორმით, არ­ა­მედ შემდგომში იძენდა განსხვავებულ ფუნქციებსაც და ატარ­ებდა, როგორც ეთნოგრაფიულ, ისე პროპაგანდისტულ, თუ კულ­ტურულ დატვირთვას. ძალიან ხშირად მაღალი ხარისხის ვერცხლის დაბალი ნომინალის მონეტები გამოიყენებოდა, როგ­ორც სამოსის დეკორაციის ნაწილი ან სამოსის კონკრეტული ფუნ­ქციის მატარებელი.[2]

[1] აღსანიშნავია ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ქალაქი პომპეი.

[2] ძალიან ხშირად მონეტა, სტანდარტული მრგვალი ფორმის გამოიყენებოდა როგორც სამოსის შესაკრავი ღილი.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8297 კონფლიქტი მთიან ყარაბაღში და მისი გავლენა სოციუმზე (აკრამ აილისლისის „ქვის სიზმრების“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკისა“ და ნარინე აბგარიანის შემოქმედების მიხედვით) 2024-12-05T16:07:23+04:00 მზევინარი ჯანაშვილი bibliography@sciencelib.ge
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ეთნიკური და ტერიტ­ორიული დაპი­რის­პირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომ­­ე­­ლიც მთიანი ყარაბაღის რეგიონისა და მის გარშემო მდებ­არე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. ეს კონფლიქტი სათავეს იღ­ე­ბს მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ განსაკუთრებით გამ­წვ­ავდა 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირის დაშ­ლის პროცესის ფონზე სომხებმა მთიანი ყარაბაღის დამ­ოუ­კი­დებლობა და აზერბაიჯანიდან გამოყოფა მოითხოვეს.

1992 წლის თებერვალში მომხდარმა „ხოჯალის ხოცვა-ჟლეტამ“[1] გამოიწვია მასობრივი მსხვერპლი მშვიდობიან მოსა­ხლეობაში და მასშტაბური იძულებითი გადაადგილება.  ეს ტრა­გიკული მოვლენა გახდა კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რომელმაც გამოიწვია რეგიონის დემოგრაფიული ცვ­ლ­ილება და დღემდე რჩება დაძაბულობის წყაროდ ორ ქვეყ­ანას შორის. კონფლიქტის გადაუჭრელობა კვლავ ახდენს გავლენას რეგ­იონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ურთიე­რთო­ბებზე სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის კონფლიქტს იძულებით გადა­ადგილებასთან ერთად მოჰყვა ეკონომიკური სირთულეები და ფსიქოლოგიური ტრავმა მრავალი ადამიანისთვის. მთიანი ყრაბაღის კონფლიქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორივე ქვე­ყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე, რაც აისახა აქრამ აილისლის „ქვის სიზმრებში“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკსა" და ნარინე აბგარიანის მხატვრულ ნაწარმოებებში,  სადაც  გააზრებულად საუბრობენ  ამ კონფლიქტის შედეგებსა და გავ­ლენაზე.

აქრამ აილისლის „ქვის სიზმრები“,  [2] გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ და ნარინე აბგარიანის  „განაგრძე ცხოვრება“ არის ნაწა­რმოებები, სადაც მწერლებმა შეძლეს უმძიმეს ადამიანურ მანკ­იე­რებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასი­გრ­ძ­ე­განება და გათავისება.

აქრამ აილისლი, ნარინე აბგარიანი  და გიუნელ მოვლუდი - არიან მწერლები, რომლებიც საუბრობენ   ყარაბაღის  ომის და ომის შემდგომ  პერიოდზე, საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩ­ვეული ყოფიდან გამოგდებულ, ყველანაირი საკუთრების დამ­კა­რგავი ადამიანების ბედზე.

მწერლები  გადმოგვცემენ თავიანთი თვალით დანახულს და განცდილს. სამივე ავტორი ცდილობს  მთელი სული­სკ­ვ­ეთ­ებით  გადმოგვცენ ის ტკივილი და  ტრავმა, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას. სამივე ავტორი საუბრობს იძულებით გად­აა­დგილებულთა ეკონომიკურ სირთულეებსა და ფსიქო­ლო­გიური ტრავმის გამოცდილებაზე [3]  და  ხშირად ეხებიან კონფ­ლ­ი­ქტისა და ომის თემებს[4]  (Alexander, 2004:5).

ავტორები  წარმოაჩენენ კონფლიქტის ორივე მხარეს,  მათ კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნული იდენტობის საკით­ხებს,  საუბრობენ  ომის აბსურდულობასა და დამანგრეველ შედ­ე­გებზე. მათი პერსონაჟები წარმოაჩენენ ადამიანებს, რომლებიც ცდ­ილობენ შეინარჩუნონ ღირსება და გააგრძელონ ცხოვრება ომისა და კონფლიქტის  მძიმე პირობებში.

ეს ლიტერატურული ნაწარმოებები გვთავაზობენ უნიკა­ლურ შესაძლებლობას, გავიგოთ კონფლიქტის კომპლექსური ბუნ­ება და მისი გავლენა ადამიანთა ცხოვრებასა და  სოციუმზე, რითაც ხელს უწყობენ ემპათიისა და ურთიერთგაგების გაღრ­მა­ვებას.

სამივე ავტორის შემოქმედება ერთგვარი სარკეა, რომელიც ასახავს  კატასტროფულ ჭეშმარიტებას: ომი და შედეგად ტრავმა არის უცვლელი ტრაგიკული კომპონენტი კაცობრიობის ისტო­რიაში, მათ შორის თანამედროვე სამყაროში.

[1] ”ხოჯალის გენოციდი, რომელიც მთელი აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, გახლავთ კაცობრიობის ისტორიაში ბარბაროსული ქმედების გამო­ვლინება; იგი წარმოუდგენელი სისასტიკითა და სასჯელის არაადამიანური მეთ­ოდებით ხასიათდება. ეს გენოციდი ასევე მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმა­რთული ისტორიული დანაშაულია.”

[2] https://www.armin.am/images/menus/1400/AkramAilisli-Stone-dreams.pdf

[3] Айерман Р. Социальная теория и травма / Р. Айерман // Социологическое обозрение. — Т. 12. — 2013. — № 1. — С. 125.

[4] Казарян К., Исаев Г. Армяне и азербайджанцы залечивают психологические раны после войны.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8298 კულტურული ფონის როლი ენის შესწავლის პროცესში 2024-12-05T16:17:32+04:00 ზეინაბ ახვლედიანი bibliography@sciencelib.ge
ენის შესწავლის პროცესის სირთულეებზე მრავალი ნაშრ­ომი დაწერილა. ენის შესწავლა ენობრივი სტრუქტურის გარდა, შესასწავლი ენის კულტურული ფონის აღწერასაც უნდა ემსახ­უ­რ­ებოდეს, ერთაშორისი ჯანსაღი კომუნიკაცია ენის ლინგვი­სტ­ური სირთულეების გარდალახვასთან ერთად, ენის კულტ­ურ­ული კუთხიდან აღქმა-შესწავლასთანაც ასოცირდება, რაც შემ­სწ­ა­ვლელის მხრიდან განსაზღვრული ენობრივი კოლექტივისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპებისა და სამყაროს მათეული ხედ­ვის  აღქმას განაპირობებს.

ჩემი ინტერესის სფეროს ენისადმი ლინგვისტური მიდგ­ომის პარალელურად, შემსწავლელის მიერ შესასწავლი ენის კუ­ლ­­ტურული ფონის შესახებ ინფორმაციულობის გამოვლენა, ენ­ი­ს­ადმი კონცეპტუალური მიდგომის საკითხში საჭირო რეკო­მე­ნდაციების შემუშავებაზე მსჯელობა წარმოადგენს.

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა ოცდაორმა თურქული ენის შემსწავლელმა ქართველმა მიიღო, ნათელი მოჰფინა შესა­სწავლი (თურქული ენის) კულტურული სამყაროს შესახებ შემსწ­ავლელთა ინფორმაციულობას, მოგვცა არსებული სურათის გან­ხ­ილვისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით რეკომე­ნდა­ციების შემუშავების აუცილებლობაზე მსჯელობის საშუალება.

ანკეტური კვლევის შედეგმა შემდეგი სურათი გვიჩვენა: ქართველ ენის შემსწავლელთა ინფორმაციულობა მხოლოდ და მხოლოდ იმ თანამედროვე გმირებითა და მოვლენებით შემო­იფარგლება, რომლის უზრუნველყოფასაც ვიზუალური სანახ­აო­ბ­ები: საინფორმაციო არხები, ვიდეო რგოლები, ინტერნეტ­წყარ­ოები ახორციელებს. კულტურულ  სიღრმეებს კი, რომელიც ენო­ბ­რივი კოლექტივის ეროვნულ სულს, ლიტერატურულ ტრად­იციებს, სტერეოტიპული წარმოდგენების შედეგად პრეცე­დენ­ტად ქცეულ პირებსა თუ მოვლენებს წარმოადგენს, სამწუხაროდ ქართველი ენის შემსწავლელი არ იცნობს.

ჩემი რეკომენდაციებიც ენის შესწავლის პროცესში არსებ­ული ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება: ენის შესწავლისას  აუცილებელია კულტურული ელემენტების პროცესში ჩართ­უ­ლობის უზრუნველყოფა: ენის სწავლის პროცესში დონესთან ადაპტირებულად ენობრივი კოლექტივის კულტურის ამსა­ხვ­ელი ლიტერატურის მიწოდება; სასურველია ლინგვოკულ­ტუ­როლოგიური ლექსიკონის შემუშავება, რომელიც ერის კულ­ტურის ასახვის საფუძველზე ენის შემსწავლელზე შესასწავლი ენის სულიერი სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და შედეგად, ერთაშორის ჯანსაღ კომუნიკაციას განაპირობებს.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8299 ბერ-ძირიანი გვარსახელები აჭარაში 2024-12-05T16:28:18+04:00 მარიამ კობერიძე bibliography@sciencelib.ge
გვარსახელების შესწავლა მჭიდრო კავშირშია ქართველი ერის ისტორიულ,  ენათმეცნიერულ  და ეთნოგრაფიულ მონაცე­მებთან.

წინამდებარე სტატიის კვლევის მიზანს წარმოადგენს, აჭა­რ­აში გავრცელებული ბერ-ძირიანი გვარსახელების გამოვ­ლ­ენა, აფიქსების საშუალებით პირსახელებიდან გვარების წარ­მო­ების, მათი სტრუქტურის, სემანტიკისა და ეტიმოლოგიის შეს­წ­­ა­ვლა.

კვლევა ემყარება  ძველი და თანამედროვე ქართული ენის ტექსტებს, ლექსიკონებს,  დიალექტურ მონაცემებს,   ისტორიულ - ეთნოგრაფიულ დოკუმენტებსა და სამეცნიერო ლიტერატურის დიაქრონიულ ანალიზს.

საანალიზო მასალებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ბერი ძველი ქართული ენის ლექსიკური ერთეულია, მისგან  საწარმოო  საშუალებებითა და კომპოზიტური სიტყვათშეერთებით აჭარუ­ლში  მიღებულია მრავალრიცხოვანი საზოგადო და საკუთარი სახელები,  საინტერესოა, ბერ-ძირის სემანტიკური მრავალფერ­ო­ვ­ნება და  ადგილის, ციხის, პირსახელებისა და გვარსახელების წარ­მოების მოდელი. ბერ- ძირი საზოგადო სახელებში  ხშირად დღევანდელი გაგებით ასაკის, მოხუცებუ­ლ­ო­ბის, ხნოვანობის გამომხატველია,  ისტორიულ დოკუმენტებში დადასტურებულ გეოგრაფიულ სახელებში უმეტეს შემთხვევაში ბერ-ი გამოხატავს ბერ-მონაზვნის, საეკლესიო პირის სემანტიკას (ბერთა, ბერიეთი ..),  თუმცა სახნავ-სათესი ადგილის სახელწო­დებებში  (ბერიმი­წ­ები, ბერიყანა,  ბერი კიტრი ...) სიბერის, ხნოვ­ანობის გამომხა­ტველი უნდა იყოს.

ბერ- ელემენტიანი გვარების სემანტიკური და ფონეტ­იკ­ური ცვალებადობა გვიმტკიცებს, რომ ბერი თავდაპირველად  ზოგ­ადი მნიშვნელობით იხმარებოდა. საზოგადო სახელიდან  აფი­ქსაციის გარეშე ან აფიქსების საშუალებით საზოგადო სახელი გადაიქცა პირსახელად ან პირსახელი  ერთი ლექსიკურ-სემ­ან­ტი­კური  და ფუნქციური ჯგუფიდან გვარსახელში გადავიდა (ბერ­იძე, ბერსენაძე, ბერსელაძე (ბერსელი), ბერული, ბერიშვილი, კახა­ბერიძე, გულაბერიძე, დოლაბერიძე, ჯოხთაბერიძე, ჯანბე­რიძე, ღოღობერიძე ...). საკუთარი სახელის მამრობითი სქესის, ძის, შვილის ჩვენება განსაზღვრავს გვარსახელებში დადას­ტუ­რე­ბული ბერ-ძირის სემანტიკას. ამგვარი ტენდენცია საერთო ქარ­თველური ენობრივი მოვლენაა და დღესაც შეინიშნება ქართული ენის დიალექტებში.

კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანია ქართველური ლექსიკოლოგიის, ონომასტიკის და, საერთოდ,  გვა­­რსახელებთან დაკავშირებული საკვანძო საკითხების დია­ქრ­ო­ნიული ანალიზისათვის.

2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024 https://hos.openjournals.ge/index.php/hos/article/view/8300 ქართულად წერის სტრატეგიები თურქულენოვან ჯგუფებში 2024-12-05T17:34:28+04:00 ქეთევან შოთაძე bibliography@sciencelib.ge
წინამდებარე კვლევა შეისწავლის ქართული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროცესში წამოჭრილ გამოწვევებს თურ­ქუ­ლენოვან სტუდენტებთან მუშაობისას. კვლევის მთავარი ფოკ­უსია წერის უნარის განვითარებასთან დაკა­ვშირებული სირთუ­ლეები, რომლებიც გამოწვეულია ქართული და თურქული ენე­ბის ფონემატური სტრუქტურების მნიშვნელოვანი განსხვავე­ბებით. კვლევა ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელ­მ­წიფო უნივერსიტეტში და მოი­ცა­ვდა A1- A2 დონის მსმენელებს. თურქულენოვან ჯგუფებთან დაკვირვების, წერ­ითი დავა­ლებ­ების ანალიზის, ინტერვიუებისა და ექსპერიმენტის მეთო­დე­ბით მუშაობისას დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე შევიმ­უშავეთ ეფექ­ტური სტრატეგიები: ბგერების განცალკევებით გამ­ე­ორება, ვოკალიზაციაზე ვარჯიში, მინიმალური წყვილების გამ­ო­ყენება, აუდიოჩანაწერი და თვით­შეფა­სება. აღნი­შნ­ული ინტე­გრი­რებული სტრატეგიების, კვლევის მტკიცებუ­ლებ­ებზე დაფუ­ძნე­ბული მიდგომების დანერგვის ეფექტიანობა მათ თანმიმდევ­რულობასა და სისტემურობაზეა დამოკიდებული.
2024-12-06T00:00:00+04:00 საავტორო უფლებები (c) 2024